"გოგოა და ბიჭი?" - ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ ვიდეოს გვიზიარებს - Marao

"გოგოა თუ ბიჭი?" - ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ ვიდეოს გვიზიარებს

2025-06-22 12:39:40+04:00

ცოტა ხნის წინ ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და თქვა, რომ მეორე შვილს ელოდება. ნუკიმ რჩეულზე, ბენ ჰაიმზე 2015 წელს იქორწინა, მათ პირველი შვილი, ოლივერი 2018 წელს შეეძინათ. ახლა კი ნუკი განმარტავს, რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ: 

"ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვეღარ გიზიარებდით. პირველი სამი თვის მანძილზე ძლიერი ტოქსიკოზი მქონდა, ამასთან, როგორც იცით, წინა ორსულობის დროს მუცელი მომეშალა და ახლა ვფრთხილობდი, რომ წინასწარ არ გამეხარებინეთ. ახლა, მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ. სქესის გაგების ცერემონია ბუნებაში იქნება", - ამბობს ნუკი. 

nuki

ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია

მოდელ და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია საკმაოდ დატვირთულია. ნუკი (ანნა) კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების”  შემდეგაც.

  • "მის საქართველო", ბრძოლა ჭარბ წონასთან, ბედნიერი ოჯახი და ამერიკული თავგადასავალი: ნუკი კოშკელიშვილის პორტრეტი 

პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში. 

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

nuki

მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი მაშინ. 

  • "ბავშვთან უნდა იმეგობრო თუ რიდი უნდა ჰქონდეს შენი? მეგობრობა გამორიცხავს პატივისცემას?" - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს 

ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს. 

nuki

ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. 

  • „მე დაქორწინებული ვარ ყველაზე ლამაზ ქალზე მსოფლიოში“ - ბენჯი ხაიმი ნუკი კოშკელიშვილის ვიდეოს აქვეყნებს 

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა. 

რთული პერიოდი ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში

კულინარიულ შოუში მონაწილეობის დროს, ნუკიმ მაყურებლებსა და გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ ის მეორე შვილს ელოდებოდა. სამწუხაროდ, მალევე მან მეგობრებს გაუზიარა, რომ მუცელი მოეშალა. ამ საკითხზე მან საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. 

ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი

ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი წამოწყება სულ უფრო ფართოვდება, მისი წარმატება კი ბევრ სხვა ქალსაც შთააგონებს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლაში არასდროს დანებდნენ.