თამუნა მუსერიძის იშვიათი კადრები უფროს ვაჟთან ერთად: "2-საათიანი ხვეწნის შემდეგ დავითანხმე" - Marao

თამუნა მუსერიძის იშვიათი კადრები უფროს ვაჟთან ერთად: "2-საათიანი ხვეწნის შემდეგ დავითანხმე"

2025-06-22 14:04:10+04:00

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში უფროს შვილთან, სანდრო მაკალათიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: "2-საათიანი ხვეწნის შემდეგ ფოტოს გადაღებაზე დავითანხმე", - წერს თამუნა. 

სანდროს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს და მის ფოტოებს ცნობილი მშობლებიც იშვიათად აზიარებენ. წლების წინ, როცა სანდრო ჯერ კიდევ დაწყებითი კლასის მოსწავლე იყო, თამუნა აღნიშნავდა, რომ ის ძალიან ჯიუტი ბავშვია: "-ცოტა რთულია, საკუთარ შვილზე ლაპარაკი. სანდრო არის ჯიუტი, აქვს თავისი სამყარო და არაფერს მიჯერებს. პატარა დამოუკიდებელი ადამიანია. რასაც ვეუბნები, ადვილად ითვისებს. უყვარს სტუმრები. არ ვიცი, 5 წლის ასაკში ვიცოდი თუ არა პლანეტების განლაგება და მათი რაოდენობა, მაგრამ ამან იცის და რაც მთავარია, აინტერესებს. წიგნები რომ მომაქვს, ცდილობს, გაეცნოს. უფრო ისეთებს ეტანება, სადაც მთვარე, მზე, პლანეტებია დახატული. მოსწონს და უამრავ კითხვას მისვამს. მეფეების ცხოვრების შესახებ რაღაცების წაკითხვა უყვარს და რამდენიმეს ბიოგრაფიაც იცის... გმირების ცხოვრებითაც ინტერესდება, ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ლიდერის თვისებები აქვს. არის მუსიკალური, სიმღერებს პირველივე აკორდიდან გამოიცნობს ხოლმე. კარგად მღერის..." - ამბობდა თამუნა უფროსი შვილის შესახებ. 

tamuna_museridze

თამუნა მუსერიძის კარიერა და ცხოვრება

თამუნა მუსერიძე ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა. 

  • 8-წლიანი თავგადასავალი დედის ძიებაში, პირადი ცხოვრება და საერთაშორისო აღიარება - თამუნა მუსერიძის ცხოვრების ამბები

თამუნა მუსერიძე 1986 წელს დაიბადა. ტელევიზიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა კი 32 წლის ასაკში ეწვია, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია.  

tamuna_museridze

"იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე, ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მასხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ" - იხსენებდა თამუნა. 

  • "ჩემი შვილი შემოდის ღამის ორ საათზე და მეუბნება თამუნა მუსერიძემ მამა იპოვაო" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძის და

თამუნა მუსერიძემ პირველად ადრეულ ასაკში მა­შინ პო­პუ­ლა­რულ რა­დი­ო­წამ­ყვან აჩი ფურ­ცე­ლა­ძეზე იქორწინა. მათი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა: "მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი. აჩის რომ დავშორდი, ერთი კვირის განმავლობაში ლოგინში ვიწექი, თუმცა ცრემლი არ მიღვარღვარებია. უბრალოდ, გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ავწონ-დავწონე, ავდექი და ჩვეულებრივ რიტმში განვაგრძე ცხოვრება", - იხსენებდა თამუნა.

მოგვიანებით, 24 წლის ასაკში თამუნა მუსერიძემ ცხოვრება პო­პუ­ლა­რულ დრა­მერ გუ­რამ მა­კა­ლა­თი­ას დაუკავშირა. 

"მეგონა, რომ გუროს და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, ვიდრე ადამიანთან გარკვეული პერიოდი არ იცხოვრებ, ცოლად არ უნდა გაჰყვე. ახლა უკვე ბევრ რამეს ვხვდები და ვინ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, რომ მომატყუოს“, - ამბობდა მაშინ თამუნა. 

  • "ქალი მსოფლიოს ბოლოს" - თამუნა მუსერიძე პოლონური ტელევიზიის ობიექტივში მოხვდა

გურამ მაკალათია და თამუნა მუსერიძე ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა თამუნა ორი თვის ფეხმძიმე იყო. მათ ერთი საერთო შვილი, სანდრო ჰყავთ.

ახლა თამუნა მსახიობ სანდრო მიკუჩაძეზეა დაქორწინებული. მათ ორი გოგონა ჰყავთ და ბედნიერი ოჯახი აქვთ. სანდრო და თამუნა შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ, ამბობენ, რომ ოჯახურ საქმეებს ინაწილებენ და ბავშვების აღზრდაშიც თანაბრად არიან ჩართულები. 

tamuna_museridze