ლევან ვასაძის შვილისშვილი - თათა ვასაძე შვილის ფოტოებს აზიარებს - Marao

ლევან ვასაძის შვილისშვილი - თათა ვასაძე შვილის ფოტოებს აზიარებს

2025-06-23 10:18:03+04:00

ლევან ვასაძეს შვილი, თათა ვასაძე, სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აზიარებს. ამჯერადაც, პატარა ნინასთან ერთად გადაღებულმა ფოტომ გამომწერების დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

tata_vasadze

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.

  • ულამაზესი კაბა, ცეკვა მამასთან ერთად და გრანდიოზული წვეულება - კადრები თათა ვასაძის ქორწილიდან 

თათა ვასაძეს ბიოგრაფია 

თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც. ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

tata_vasadze

  • ახალგაზრდა მოცეკვავე დედის ამპლუაში: თათა ვასაძის ახალი ცხოვრება და ოჯახური კადრები შვილთან და მეუღლესთან ერთად 

ლევან ვასაძის ოჯახი

ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაიზარდა თბილისში, მთაწმინდაზე. 90-იან წლებში სწავლობდა და მუშაობდა როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში. არის კიკეთის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის "ლონდონი-თბილისი" თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმზ კლანუილიამთან ერთად. აგრეთვე არის ყოველწლიური საქველმოქმედო „ქართული მეჯლისის“ დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი. ჰყავს მეუღლე ნინო დურგლიშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მეუღლის ბიზნესის მართვაში და წყვილი რვა შვილს ზრდის.

levan_vasadze

ვასაძეებს მამის კერძო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი აქვთ დამთავრებული. უფროსი შვილი, ირაკლი ვასაძე, მორაგბეა. მისი ნათლია ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. კიდევ ერთი ვაჟი, გიორგი ვასაძეც, სპორტით - რაგბითაა გატაცებული.

  • "მე მქონდა ოცნება" - სუხიშვილების მოცეკვავე, თათა ვასაძე უსაყვარლეს კადრებს აზიარებს 

თათას ბავშვობის მეგობარი და კლასელია ირინა ბაგრატიონი - ანა ბაგრატიონის უფროსი ქალიშვილი. ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას, შევახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე ფლობს ბრენდს "სამოსელი პირველი", სადაც ქართული ტრადიციული სამოსელი იკერება. თათა ვასაძე ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი პროექტის სახე გახდა და გოგონა ტრადიციული შესამოსლით გადაიღეს...