მხიარული კირა კანდელაკი - მარიამ როინიშვილი უმცროსი შვილის კადრებს გვიზიარებს - Marao

მხიარული კირა კანდელაკი - მარიამ როინიშვილი უმცროსი შვილის კადრებს გვიზიარებს

2025-06-23 11:28:12+04:00

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი სულ ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. მარიამი ახალშობილის სახის გამოჩენას სოციალურ ქსელში ერიდებოდა, თუმცა ნათლობის შემდეგ კირას ფოტოებსა და ვიდეოებს მშობლები აქტიურად აქვეყნებენ. აღნიშნავენ, რომ კირა ძალიან ჰგავს მამას.

roinishvili

მარიამ როინიშვილის ცხოვრება და კარიერა

მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში დაა მარიამს ეს სამყარო სწორედ დედამ შეაყვარა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მარიამს აქტიური მუსიკალური კარიერა ჰქონდა - ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა წარმოდგენასა თუ კონცერტში. 

  • ცნობილი ნათლია და ოჯახური ფოტოები: მარიამ როინიშვილმა უმცროსი ქალიშვილი მონათლა

2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული როლია ველმა წარმოდგენაში "ჩიკაგოში". მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. ასევე გამორჩეულია მის მიერ შესრულებული ვარდო მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდები".

  • მარიამ როინიშვილის საოცარი პერფორმანსი - მომღერლის ახალი კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთია დაინტერესებული და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი

მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.