კინო მემკვიდრეობა: ვინ არის ელდარ შენგელაიას მსახიობი შვილიშვილი - Marao

გასაოცარი წარმატებები, ლონდონური ცხოვრება და როლი ქართულ შოუში: ვინ არის ელდარ შენგელაიას მსახიობი შვილიშვილი

2025-06-23 11:47:26+04:00

ნატალია ჯუღელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობია, რომლის კარიერაც ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არენაზე. მისი პროფესიული გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული პირად და ოჯახურ ისტორიასთან. ნატალია დაიბადა კინემატოგრაფისტთა ოჯახში. მისი ბებია და ბაბუა, ელდარ და არიადნა შენგელაიები, ქართული კინოს კლასიკოსები არიან, ხოლო დიდი ბაბუები - ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე - ქართული მუნჯი კინოს პიონერები.

ნატალია ჯუღელი ახალი ქართული კომედიური სერიალის, "ვინ იცის მერი", ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ვინ იცის მერის პრემიერა კავეა პლუსზე 10 ივლისს შედგება.

eldar_sheneglaia_natalia_jugeli

ნატალია ჯუღელის ბიოგრაფია

ნატალიამ თეატრალური განათლება მიიღო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2016 წელს დაასრულა. მან მეორე კურსზე სოფოკლეს "ანტიგონეში" ითამაშა, რამაც გზა გაუკვალა დიდი სცენისკენ. 

  • გოგონა „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ - ვინ არის ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი და არიადნა შენგელაიას შვილიშვილი, ზღაპრული სილამაზის ნატალია ჯუღელი 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნატალიამ ლონდონში, LAMDA-ს (ლონდონის დრამატული ხელოვნების აკადემია) ერთსემესტრიანი პროგრამა გაიარა, სადაც გაიღრმავა ტექნიკური უნარები და პროფესიულ გარემოშიც იმუშავა.

eldar shengelai-natalia jugeli

მისი პირველი მნიშვნელოვანი ეკრანული როლი ფილმში, The Chair (2017), სადაც ამბოხებული ქალიშვილის პერსონაჟი განასახიერა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო Subtitle Festival-ში.

  • "ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა... მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო, მაგრამ მაინც წავედი, რადგან დედას დავპირდი' - როგორ იხსენებდა ელდარ შენგელაია დედას, ნატო ვაჩნაძეს და საბედისწერო რეისს, რომელსაც ქართული კინოს ლეგენდა ემსხვერპლა 

2019 წელს ნატალიამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ფილმით The Criminal Man, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ამ როლმა საბოლოოდ დააკავშირა მისი სახელი თანამედროვე ქართული კინოსთან.

ბოლო წლებში ნატალია აქტიურად მუშაობს კინოსა და თეატრში როგორც ლონდონში, ისე თბილისში. მისი უახლესი წარმატებაა როლი ფილმში Realtà (2024), ხოლო წელს მის გამოჩენას ქართულ სატელევიზიო პროექტში უნდა ველოდოთ. 

natalia_jugeli

ნატალია ჯუღელი მხოლოდ სამსახიობო საქმიანობით არაა დაკავებული. ის ნატო ვაჩნაძის სახელობის ფონდის ერთ-ერთი წევრია. 

ნატალია ჯუღელი თავის პროფესიულ საქმიანობაზე hammockmagazine-თან ინტერვიუში საუბრობს: 

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ქართულ გამოთქმას: "მსახიობი ყველაფერს უნდა დათანხმდეს". ხარისხი და ინტერესი გაცილებით მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკიდან ასე ვფიქრობ, მაინც გამპარვია და მონაწილეობა არასასურველ პროექტებში მიმიღია. თუ პროცესითა და ურთიერთობით დიდ სიამოვნებას არ იღებ, თუ არ გაინტერესებს ის, რაც იქ ხდება, თუ შედეგიც არ მოგწონს და თუ სათქმელიც არაფერი გაქვს, საერთოდ არ მესმის,  რა აზრი აქვს ამ პროფესიას. დღეს სამწუხაროდ, სოციალური ფონი საშუალებას არ აძლევს მსახიობს რაიმე ტიპის არჩევანი გააკეთონ, რაც წარმოების ხარისხზეც მოქმედებს". 

დღეს ნატალია ცხოვრობს და მუშაობს ლონდონსა და თბილისში. ფლობს რამდენიმე ენას და ოჯახის კინემატოგრაფიულ ტრადიციას აგრძელებს.