საბოლოოდ, ვინ არის ბრედ პიტის ახალი სიყვარული - ინეს დე რამონი კრიტიკის ქარცეცხლში - Marao

საბოლოოდ, ვინ არის ბრედ პიტის ახალი სიყვარული - ინეს დე რამონი კრიტიკის ქარცეცხლში

2025-06-24 14:35:14+04:00

ბოლო წლებია, ინეს დე რამონი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის  ბრედ პიტის შეყვარებული. თუმცა, ინესი მხოლოდ ცნობილი პარტნიორის წყალობით არ გახდა. ის წარმატებული და განათლებული ქალია, რომლის ბიოგრაფიაც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

brad_piti_ines_de_ramoni

  • "ძირითადად თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას კარგად ვიცავ" - ბრედ პიტი 

ინეს დე რამონის ბიოგრაფია

ინეს დე რამონი დაიბადა 1992 წლის 19 დეკემბერს ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში, თუმცა  ბავშვობა და მოზარდობა შვეიცარიაში, ჟენევაში გაატარა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

მოგვიანებით ინესი გახდა სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი და  ქოუჩი.

მისი პირველი პროფესიული ნაბიჯები დაკავშირებულია ცნობილი აუქციონის სახლთან Christie’s, შემდეგ კი მუშაობდა შვეიცარიულ სამკაულების ბრენდთან De Grisogono და სასტუმრო ქსელ Kempinski Hotels-თან.

ines_de_ramoni

2020 წლიდან დღემდე, ინესი მუშაობს Anita Ko Jewellery-ში, სადაც ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. Anita Ko-ის სამკაულები არაერთ ცნობილ ადამიანს უკეთია — მათ შორის მიშელ ობამას, სკარლეტ იოჰანსონსა და ტეილორ სვიფტს.

  • გაიკეთა თუ არა ბრედ პიტმა სახის გადაჭიმვის ოპერაცია - მსოფლიო პრესა მსახიობის შესაძლო პლასტიკურ ოპერაციაზე წერს 

2019 წელს ინეს დე რამონიმ  მსახიობ პოლ უესლიზე იქორწინა, რომელიც ცნობილია სერიალიდან The Vampire Diaries. მათი ურთიერთობა 2022 წელს დასრულდა, ხოლო ოფიციალურად 2024 წელს განქორწინდნენ.

სწორედ ამავე პერიოდში დაიწყო მისი რომანი ბრედ პიტთან  პირველად ისინი ერთად Bono-ს კონცერტზე დააფიქსირეს. მას შემდეგ, წყვილი არაერთი საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა ერთად, მათ შორის 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე და 2025 წლის F1 ფილმის პრემიერაზე.

რა მოხდა “F1” ფილმის პრემიერაზე

ნიუ-იორკში გამართულ “F1” ფილმის პრემიერაზე ბრედ პიტი და მისი პარტნიორი, ინეს დე რამონი, წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ — თუმცა ერთმა მცირე მომენტმა, სოციალური ქსელი აალაპარაკა

ინეს დე რამონი, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას ბრედ პიტისკენ შებრუნდა, როგორც ჩანს, სურდა თბილი კოცნა გაეგზავნა პარტნიორისთვის. თუმცა, მსახიობმა თითქოს მიზანმიმართულად მოარიდა თავი პარტნიორის ჟესტს და ამის შემდეგ მიტრიალდა სხვა ქალისკენ, რომელიც მათ უახლოვდებოდა და მასთან საუბარი დაიწყო.

brad_piti

ვიდეო ამ მომენტით სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც გულშემატკივართა ნაწილი ძალიან დაბნეული და გაკვირვებული დარჩა. ბევრმა ეს მომენტი „უხერხულად და ცივად“ შეაფასა, ნაწილი კი თვლის, რომ ეს შესაძლოა შემთხვევითი გაუგებრობა იყო.

  • დედის ასლია: შაილო ჯოლი-პიტის ახალი ფოტოები საზოგადოების ყურადღებას იქცევს 

კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა: „თუ მართლაც ასე კარგად არიან, რატომ აარიდა თავი?“, ხოლო მეორე ნაწილი ამატებდა: „შესაძლოა, უბრალოდ არ დაინახა — კამერები ხომ ყველგან იყო.“

ამ ეტაპზე წყვილს ინციდენტზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, რომ ვიდეომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.