2025 წლის ზაფხული გაძლევს საშუალებას ფრჩხილებით გამოხატო შენი ხასიათი, განწყობა და დამოკიდებულება მოდის მიმართ. იქნება ეს კლასიკური ნეიტრალური ტონები, ფერადი ჟელე მანიკიური თუ ნეონური ფრენჩი - მთავარია იყო თამამი და ტან ინდივიდუალური, არ უნდა დაკარგო საკუთარი სტილი ტრენდის გამო.
ეს ზაფხული იდეალურია ექსპერიმენტებისთვის. მანიკიურის წამყვანმა სპეციალისტებმა უკვე დაასახელეს ის ტრენდები, რომელიც 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება დამახასიათებელი.
ყინულის მსგავსი ცისფერი მანიკიური 2025 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოდური და პასტელური ტონია. მიუხედავად იმისა, რომ ცისფერი შესაძლოა თამამ ტონად აღიქმებოდეს, ის ამ შემთხვევაში საკმაოდ ნაზი და ელეგანტურია.

ფრჩხილი, რომელიც თავდაპირველად კორეასა და იაპონიაში გაჩნდა, ახლა უკვე გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ სტილად ითვლება. ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესებრი ფერების და ხშირად 3D დეტალების კომბინაცია მათ 2025 წლის სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს. Jelly მანიკიური პოპულარული ჰეილი ბიბერი დამსახურებით გახდა, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში მისი მანიკიურის ფოტო გააზიარა.

მინიმალისტებისთვისაც 2025 წლის ზაფხული საინტერესო იქნება. ნეიტრალური ტონები, განსაკუთრებით ნაღებისფერი ვანილი, კვლავ აქტუალური დარჩება. ეს ფერი სეზონის ნებისმიერ დროს ელეგანტურად და დახვეწილად აღიქმება, რა თქმა უნდა, ზაფხულიც არ ჩამორჩება. მაგრამ რჩება დახვეწილად ბუნებრივად.

ღია, ავოკადოსფერი მწვანე 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფრჩხილის ფერია. განსაკუთრებით პოპულარულია ფრენჩ მანიკიური. სპეციალისტები ამ ტონს „cool-girl“ სტილის სიმბოლოდ ახასიათებენ, რომელიც განსაკუთრებულად კარგად ერწყმის გარუჯულ კანს.

ღია ვარდისფერი, მარგალიტის ეფექტის მანიკიური ზაფხულის კლასიკად მიიჩნევა. ის ბუნებრიობის და ელეგანტურობის ნაზავად მიიჩნევა.

ფერადი ზაფხულის ფერები, როგორიცაა სტაფილოსფერი, ვარდისფერი, წითელი წელსაც არ კარგავს აქტუალობას. ზაფხულის ცხელ დღეებს ძალიან უხდება კაშკაშა და ნათელი ფერები.
