ლიზი კლარკი მსოფლიოში ყველაზე ძნელად აღსაზრდელ ბავშვადაა აღიარებული. მისი "დანაშაულებების" სრული სიის გამოქვეყნება შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმეს მაინც შემოგთავაზებთ:
იხილეთ ფოტოგალერეა
მამის მიერ ახალნაყიდი "კადილაკის" მინაზე დანით ამოკაწრა: "გამრეცხე"; 167-ჯერ დარეკა თეთრ სახლში და მოითხოვა პრეზიდენტთან გასაუბრება; მშობლების საძინებელში წყალდიდობა მოაწყო; დედის საყვარელი ორქიდეები სანთებელით დაწვა; ძაღლს კუდი მაკრატლით მოაჭრა; ორ კატას თვალები დასთხარა. ჟურნალისტს, რომელიც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა, ჩანთაში პლუშის დათუნია ჩაუდო და შემდეგ ყვიროდა, რომ მას სათამაშოს მოპარვა სურდა. ეს გმირობების სია 1995 წელსაა შედგენილი, როცა გოგონა 8 წლის იყო.
ჩინელი ლუ ხაო მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვია. იგი ნორმალური წონის - 2,6 დაიბადა, მაგრამ ცოტა ხანში მატება დაიწყო და 3 წლისა უკვე 60 კგ-ს იწონიდა. მშობლები ცდილობენ, შვილი დიეტაზე ამყოფონ, მაგრამ პატარა ხაო იქამდე ყვირის და ტირის, სანამ არ აჭმევენ.
რუმინელი ჯულიანო სტროე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბავშვია. 2009 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, - ხელებზე დაყრდნობილი და ჰაერში გაჭიმული ფეხებით აზიდვებს აკეთებდა. ვარჯიშის გარდა, 8 წლის ბიჭს მულტფილმები და კომპიუტერული თამაშები უყვარს.
2004 წლის 19 სექტემბერს ციცქნა ჩვილი დაიბადა. 24 კვირის რუმაისა რაჰმანი სიგრძეში 24 სმ იყო და 243 გრამს იწონიდა. გოგონა დასთან ერთად დაიბადა. დაიკო ჰიბი 570 გრამს იწონიდა.
2 წლის კარან სინგხი სიმაღლით 130 სმ-ია (42 კგ-ს იწონის). დედამისიც ყველაზე მაღალი (2 მეტრი და 20 სმ) ქალია აზიაში.
ინდოელი ჯეილი ლინგდო 27 წლისაა და 2 წლის ბავშვს ჰგავს. განუვითარებელი გოგონა 11 კგ-ს იწონის და სიმაღლით 84 სმ-ია. იგი ერთადერთი ყველაზე ბებერი ბავშვია მსოფლიოში. მის ასაკს მარტო კბილები გასცემს.
ოსკარ რიგლი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვია. მისი IQ ალბერტ აინშტაინისას უტოლდება და 160-ია. ერუდირებული ბიჭი პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანების, ოქსფორდის კლუბის წევრია.
იხილეთ ფოტოგალერეა