"პატარა ჟურნალისტი" - როგორია ინგა გრიგოლიასთვის ბებიის ამპლუა - Marao

"პატარა ჟურნალისტი" - როგორია ინგა გრიგოლიასთვის ბებიის ამპლუა

2025-06-24 10:18:07+04:00

ჟურნალისტი ნატა ქაჯაია ინგა გრიგოლიასა და მისი შვილიშვილის ნინიას კადრებს აზიარებს. პატარა ნინია ბებიასთან სამსახურში იმყოფება.

ინგა გრიგოლიას შვილიშვილი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 2023 წლის 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.

  • გასაოცარი წარმატებები, ლონდონური ცხოვრება და როლი ქართულ შოუში: ვინ არის ელდარ შენგელაიას მსახიობი შვილიშვილი 

მარიამ გრიგოლია ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილია. ის 2017 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. 2023 წლის 4 იანვარს მარიამს და ნიკოლოზს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ნინია დაარქვეს. 

inga_grigolia

"მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი", - ამბობდა ინგა გრიგოლია. 

  • ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი 

ინგა გრიგოლია ბიოგრაფია

ინგა გრიგოლია ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. იგი ცნობილია თავისი პირდაპირი, ობიექტური და კრიტიკული მიდგომით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. გრიგოლია მრავალი წელი მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში, მათ შორის იყო "რუსთავი 2", "იმედი", TV პირველი და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები.

ინგა გრიგოლიას კარიერაში გამორჩეულია მისი უნარი, წარმართოს მწვავე დისკუსიები. მისი ჟურნალისტური სტილი ხშირად არის პირდაპირი და ემოციური, რაც მისი დამახასიათებელი ნიშაა. 

  • ინგა გრიგოლია იდეალურ ფორმაშია - ჟურნალისტი ახალ ფოტოს აქვეყნებს 

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოში, სადაც კონცენტრირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე იყო. გრიგოლია მუშაობდა "რუსთავი 2"-ზე, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა პოპულარული საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუები. მოგვიანებით ის გადავიდა "იმედი" ტელევიზიაში, სადაც კვლავ გააგრძელა თოქ-შოუების წაყვანა. ბოლო წლებში ის მუშაობს "ტვ პირველზე". ის აქტიურად აშუქებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.