მედია ბოლო დღეებია ბევრს წერს 59 წლის მოდელის, მონიკა ექსლეროვას შესახებ. მონიკა ექსლეროვა ჩეხეთში მცხოვრები სტილისტი, მოდელი და პოპულარული ბლოგერია. YouTube-ზე ის ცნობილია სახელით Greyhair.Exlerova Monika და ხშირად აზიარებს რჩევებს კანის მოვლის, ვერცხლისფერი თმისა და ცხოვრების სტის შესახებ. მისი ვიდეოები განსაკუთრებით პოპულარულია 50+ ასაკის ქალებში.

ვინ არის მონიკა ექსლეროვა?
მონიკას ოფიციალურად წარმოადგენს სამოდელო სააგენტო PURE, რომელიც მდებარეობს პრაღაში. მონიკას პარამეტრებია: სიმაღლე - 172 სმ, გარშემოწერილობა - 103:88:106, აქვს ვერცხლისფერი თმა და ყავისფერი თვალები.

2025 წელს, თითქმის 60 წლის ასაკში, მონიკა გახდა Miss Universe Česko-ს ნახევარფინალისტი. ჟიურიმ ის შეარჩია საუკეთესო 20 მონაწილეს შორის, ხაზგასმით აღნიშნეს მისი ხიბლი, გამოცდილება და უნარი შთააგონოს სხვადასხვა თაობა. მონიკამ საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით იმით მიიქცია, რომ მისთვის არ არსებობს შეზღუდვები და საზღვრები - სილამაზე და შესაძლებლობები ასაკით არ იზომება!
რა შანსი აქვს მონიკას "მის სამყაროს" კონკურსზე?
74‑ე "Miss Universe" წელს 21 ნოემბერს გაიმართება. კონკურსს წელს უკვე მეოთხედ ტაილანდი უმასპინძლებს. "მის სამყაროს" ტიტულის ბოლო მფლობელი დანიელი ვიქტორია კიაერ თეილვიგია, რომელიც თავის გვირგვინს წლევანდელ გამარჯვებულს გადასცემს.
წელს კონკურსის ფორმატი და შინაარსი ოდნავ შეცვლილია - აქცენტი უფრო მეტად გადატანილია ტრადიციებზე, მონაწილე ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, მაგალითად, უკრაინის დელეგატი, სოფია ტყვაჩუკი "სოციალური დიპლომატის" სტატუსითაა მიწვეული.
წელს ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს და კონკურსში სხვადასხვა ასაკის ქალი იღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ მონიკა ექსლეროვამ ჟიურის მოხიბვლა მოახერხა. ვარაუდობენ, რომ ის ათეულში მოხვდება და განიხილება, როგორც გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტი. ის წელს კონკურსის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე იქნება.
