მშვენიერი ანა შელიას რჩევები და გამოცდილება ქალებს: როგორ ვიზრუნოთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობა ზე - Marao

მშვენიერი ანა შელიას რჩევები და გამოცდილება ქალებს: როგორ ვიზრუნოთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობა ზე

2025-06-24 11:29:46+04:00

მოდელი და ინფლუენსერი ანა შელია გამომწერების კითხვებს პასუხობს. ანა ახსენებს შფოთვას და მასთან გამკლავების მისეულ მეთოდს. მისი თქმით, ის შფოთვას უმკლავდება ახლობლებთან საუბრით, ვარჯიშით (იოგა, პილატესი), სოციალური ქსელებისგან და ახალი ამბებისგან დასვენებით, რაციონიდან კოფეინისა და შაქრის ამოღებით, ასევე, სუნთქვითი ვარჯიშებით.

ana_shelia

ამასთან ანა იოგა/პილატესით არის დაკავებული. "ვცდილობ კვირაში სამჯერ ვიარო იოგაზე ან პილატესზე, მაგრამ თუ ძალიან გადატვირთული კვირა მაქვს, ერთხელ მაინც აუცილებლად მივდივარ. ჯგუფური ვარჯიშები ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა", - წერს ანა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

ana_shelia

კითხვაზე, საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდა ანა პასუხობს, რომ ცხოვრება მხოლოდ სამშობლოში სურს: "ლაშას კარიერამ მოგვცა შესაძლებლობა, ბევრ ადგილას გვეცხოვრა. ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის და საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნა ,ამიტომ მაინც საქართველო", - წერს ანა შელია.

ana_shelia

  • ცნობილი მშობლები, სპორტსმენი მეუღლე და წარმატებული კარიერა - ანა შელია 

ანა შელიას ბიოგრაფია

ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.

ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. 

  • "გენეტიკის ძალა" - მოდელი ანა შელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

ანა შელიას მშობლები 

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით". 

  • "მარტივი და ლამაზი" - ანა შელიას შთამბეჭდავი ფოტოსესია

ანა შელიას მეუღლე

ანას მეუღლე მორაგბე ლაშა ლომიძეა. ლაშა 1992 წლის 30 ივნისს თბილისში დაიბადა. 2012 წელს საფრანგეთში გუნდ „მონტპელიეს“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, 2 წლის შემდეგ კი ასევე ფრანგულ „ბეზიერსში“ გადაბარგდა.ანა შელიამ და ლაშა ლომიძემ 2019 იქორწინეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-8 ნომრისა და ცნობილი მოდელის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლიდა.