ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 35 წლის მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახდა. მან ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მარიამ ქვრივიშვილი 1990 წლის 11 ივნისს დაიბადა. დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley). მან გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კურსი.
2010-2012 წლებში იყო შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2014-2019 წლებში იყო შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი; ა/კ flydubai-ს რეგიონული მენეჯერი საქართველოში. 2019-2020 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
2024 წლის არჩევნებისთვის ქვრივიშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთორმეტე ნომრად წარადგინეს.
ამ ხნის მანძილზე მარიამ ქვრივიშვილი ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიმართ კი ინტერესი ახლა გაორმაგდა.
მარიამ ქვრივიშვილის მეუღლე 1992 წელს, სოხუმში დაბადებული ოთარ ბერიშვილია. ის მარიამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კერძო სექტორში საქმიანობს.
ოთარ ბერიშვილი რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, შპს "გემო-96“, შპს "რუბიკონი 1“, შპს "კურორტი აბასთუმანი სანატორიუმი არაზინდო“, შპს "ს ბათუმი“, სს "დასასვენებელი სახლი შუქურა“, შპს "ინდუსტრიული ქალაქი“ დირექტორია.
მასვე უკავია შპს "აჭარა ჯგუფისა" და სს "ნინოს" ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია.
ოთო და მარიამი პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს საუბრობენ საჯაროდ, ერთობლივ ფოტოებსაც იშვიათად აქვეყნებენ. მიუხედავად ამისა, მათი მეგობრები წყვილის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.
მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა: 147 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2012 წელს 98 000 დოლარად აქვს შეძენილი; 1047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წავკისში, რომელიც 2022 წელს 139 251 აშშ დოლარად იყიდა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 დოლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა მის საკუთრებაშია Rolex-ის ბრენდის 2 საათი, რომლის ჯამური ფასი 22 000 დოლარია, აქედან 10 000-დოლარიანი საათი მას ჩუქებით აქვს მიღებული, 12 000-დოლარიანი კი თავად შეიძინა; ასევე, ეკონომიკის ახალი მინისტრი ფლობს Cartier-ის ბრენდის სამაჯურსა და ბეჭედს, რომელშიც ერთობლივად 10 500 დოლარი გადაიხადა 2017 წელს.
რაც შეეხება, ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 116 874 ლარი, 2 467 გირვანქა სტერლინგი და 309 100 დოლარი ჰქონდა. მასვე გასულ წელს მინისტრის მოადგილის პოსტზე ანაზღაურების სახით 76 787 ლარი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს შპს „ვოიაჟერ“-ის 10%-იან წილსა და შპს „ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპ“-ის 30%-იან წილებს, რომელთა საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა შესაბამისად, 158 000 და 154 500 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, მასამ კომპანიებში წილის მართვა სხვა პირზე აქვს მინდობით გადაცემული...გაგრძელება