არ ატარებს მამის გვარს, იცვამს უბრალო სამოსს... - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის უმცროსი ქალიშვილი, ვივიენ ჯოლი პაპარაცებმა დააფიქსირეს - Marao

უარი თქვა მამის გვარზე, იცვამს უბრალო სამოსს... - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის უმცროსი ქალიშვილი, ვივიენ ჯოლი პაპარაცებმა დააფიქსირეს

2025-07-07 14:40:15+04:00

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 16 წლის ქალიშვილი, ვივიენი, ნიუ-იორკში მარტო სეირნობის დროს დააფიქსირეს.

ვივიენმა ღია კრემისფერი შარვალი და თეთრი ფართო მაისური მოირგო. იმიჯი თეთრი სპორტული ფეხსაცმლით შეავსო, თმა კი გაშლილი ჰქონდა.

viviana_piti

ვივიენი იშვიათად ჩნდება ნიუ-იორკის ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ ის დედასთან ერთად ხშირად სტუმრობს ქალაქს, ესწრება სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შოუს, ის დროს უმეტესობას მაინც კალიფორნიაში, მეგობრებსა და და-ძმების გარემოში ატარებს.

  • 19 წლის ზაჰრა 28 პირსინგით: ანჯელინა ჯოლის ხმაურიანი გამოჩენა შვილთან ერთად 

ანჯელინა ჯოლის ბიოგრაფია

ანჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის ოჯახში. 1976 წლიდან, მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრენინგებს.

  • ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ტყუპების იშვიათი გამოჩენა 

1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში „ჯია“, სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს.

anjelina_joli

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად იქცა.

ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი მოქმედებითი ჟანრის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.

  • უარი მამის გვარზე და დაძაბული ურთიერთობა დედასთან - შაილო ჯოლი-პიტის ცხოვრების უცნობი დეტალები 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.   

ბრედ პიტი ახალ რჩეულთან, ინეს დე რამონთან გადავიდა საცხოვრებლად. 27 მაისს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი შაილო 19 წლის გახდება. იგი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავს - დედისგან შორს. წყაროების თანახმად, შაილო მამასთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. 

„ენჯიმ იცის, რომ შაილო გაიზარდა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ანჯელინა, რბილად რომ ვთქვათ, ამით კმაყოფილი არ არის" - ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.