"არასდროს მომიყოლია, ახლა მოვყვები, როგორც მოხდა..." - ნინი ბადურაშვილი ცნობილი შემთხვევისა და ბულინგის შესახებ - Marao

"არასდროს მომიყოლია, ახლა მოვყვები, როგორც მოხდა..." - ნინი ბადურაშვილი ცნობილი შემთხვევისა და ბულინგის შესახებ

2025-06-25 13:15:51+04:00

"ამ "ვიდით" რამდენს ბედავ?!" - ნინი ბადურაშვილის ეს რეპლიკა, ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს. რამდენიმე წლის წინ ეს პასუხი მომღერალმა ერთ-ერთი კრიტიკული კომენტარის ავტორს გასცა, მალევე კი მისი ეს ნათქვამი საზოგადოებამ აიტაცა და  ფრთიან ფრაზად აქცია. მოგვიანებით ნინი ბადურაშვილმა ამის გამო ბოდიშიც მოიხადა და განმარტა, რომ მსგავსი მიმართვა არასწორი იყო. ამჯერად კი გადაცემაში "რუსიკო და ნანიკო" ამ ამბის დეტალები გაიხსენა: 

  • "ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული..." - 39 წლის უმშვენიერესი მომღერლის რჩევები ქალებს

"არასდროს მომიყოლია და ახლა მოვყვები. მაშინ სტუმრად ვიყავი გადაცემაში "კაცები" და იმ საღამოს დაიდო ანონსი. ვიყავი მცხეთაში, ვიძინებდი უკვე, როცა კომენტარებში ერთი გოგო, რომელსაც არაფერს ვერჩი, მიწერდა არც ისე საშინელებას. უარესებიც დაუწერიათ, მაგრამ ამ გოგოს რატომ ვეცი, არ ვიცი. ალბათ, მანამდე დაგროვილი ბოღმა ამ გოგოზე გადატყდა. წერდა, რომ ერთი ამ გადაცემას ["კაცები"] ვუყურებდი და აქაც ბადურაშვილიაო. მომაფიქრდა ეს საშინელი კომენტარი და სანამ დავწერდი, მე თვითონ გამეცინა, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. მე ჩემს თავსაც ძალიან ხშირად დავცინი, სხვაც რომ მეხუმრება, პრობლემა არ მაქვს, თვითირონიული ვარ და ვიფიქრე, ამ გოგოსაც არ უნდა სწყენოდა ეს კომენტარი. რაღაც შინაგანი ხმა კი მეუბნებოდა, არ გააკეთოო, მაგრამ საპირისპირო გავაკეთე და ცხვირი მოვიმტვრიე. 

  • "რომელია დედა?!" - ეკა კახიანის სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ახალი კადრები დაბადების დღის წვეულებიდან

რა მიქნეს, წარმოგიდგენიათ, არ ჩერდებოდა ფეისბუკი. ოთხი დღის მანძილზე მაბურთავეს, ის გოგოც შოკში იყო, აქეთ მიცავდა, თავი დაანებეთო. თმენის ვალდებულება კი გვაქვს, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ", - ამბობს ნინი ბადურაშვილი. 

badurashvili_nini

ნინი ბადურაშვილის ბიოგრაფია

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

badura

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო....გაგრძელება