ბრედ პიტმა დაქს შეპარდის პოდკასტში „Armchair Expert“ ისეთ თემებზე ისაუბრა, რომლებსაც აქამდე არასდროს ეხებოდა. მან გაიხსენა, როგორ მოხვდა ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში და როგორი იყო მისთვის ეს გზა:
AA (Alcoholics Anonymous) ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფს გულისხმობს. ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც ალკოჰოლთან პრობლემა აქვთ და სურთ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. AA-ის წევრები რეგულარულად ხვდებიან და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.
ბრედ პიტმა პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ისაუბრა. გაიხსენა AA-ს პირველ შეხვედრაში მონაწილეობა. პიტს ამ ჯგუფში მისვლა ანჯელინა ჯოლისთან რთული განქორწინების შემდეგ მოუწია.

ინტერვიუში ბრედ პიტმა აღწერა, როგორ გახდა ალკოჰოლდამოკიდებული. „ზურგზე დავეცი, მუხლებზე ვიდექი. მზად ვიყავი დახმარების მისაღებად. ვცდილობდი ყველაფერს, რასაც კი ვინმე მთავაზობდა“, - თქვა პიტმა. ამასთან მსახიობმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო „განსაკუთრებით მძიმე პერიოდი“.
პოდკასტის წამყვანმა, შეპარდმა გაიხსენა რომ AA ჯგუფის შეხვედრებზე ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პიტი მათ შორის ყველაზე გულწრფელი და გახსნილი იყო. ბრედ პიტის თქმით, მის ასეთ გულწრფელობას სწორედ მისი მძიმე მდგომარეობა განაპირობებდა.
შეპარდმა გაიხსენა, რომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში "უსაზღვრო რაოდენობის ცნობილი ადამიანი" მონაწილეობდა, თუმცა პიტის გამოჩენა მაინც „დამთრგუნველი“ იყო - მისი ვარსკვლავური კარიერის გამო, მას იქ არავინ ელოდა.
ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად განსაკუთრებული იყო მისთვის იმ ოთახში ყოფნა, სადაც მამაკაცები საკუთარი შეცდომების, ტკივილებისა და იუმორის გაზიარებით ერთიანდებოდნენ.
პიტისა და ჯოლის განქორწინებას წინ უძღოდა დაძაბული ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, კამათი პიტის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო დაიწყო. თუმცა, სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მან ფიზიკურად იძალადა ჯოლიზე და მათ ორ შვილზე. გამოძიების შემდეგ, არც FBI-იმ და არც ლოს-ანჯელესის ბავშვთა და ოჯახთა სამსახურმა პიტს ბრალი არ წაუყენა.
ბრედ პიტი და ინეს დე რამონი
2024 წელს დაიწყო ბრედ პიტის რომანი ინეს დე რამონთან. პირველად ისინი ერთად Bono-ს კონცერტზე დააფიქსირეს. მას შემდეგ, წყვილი არაერთი საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე და 2025 წლის F1 ფილმის პრემიერაზე.

მანამდე კი ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე იყო დაქორწინებული. მათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავთ. ბრედის და ანჯელინას რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ.