ბედნიერი ქორწინება, ერთი შვილი და ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქვეყანაში: ანი ფხაკაძის გამორჩეული ცხოვრების სტილი - Marao

ბედნიერი ქორწინება, ერთი შვილი და ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქვეყანაში: ანი ფხაკაძის გამორჩეული ცხოვრების სტილი

2025-06-26 12:15:55+04:00

ანი ფხაკაძე გამოირჩევა ელეგანტური და დახვეწილი სტილით. ის ცნობილია, როგორც მოდის ერთგული მიმდევარი, და ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარი ლუქის ფოტოებს. ანი უპირატესობას კლასიკურ, გემოვნებიან სტილს ანიჭებს, რაც მის იმიჯს თავშეკავებულობას, მაგრამ ეფექტურობას სძენს.

ani_pkhakadze

  • ლეონის პირველი საჯარო გამოჩენა - მილიონერი ანი ფხაკაძე შვილის პირველ კადრებს დომინიკის რესპუბლიკიდან აქვეყნებს 

მისი პოსტები ხშირად კლასიკურ სტილზეა დაფუძნებული და ქალებს უზიარებს კომფორტისა და დახვეწილობის იდეალურ სინთეზს. ანას გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კლასიკურ კოსტიუმებსა და კაბებს, რომლებიც ხშირად თბილ ან ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი.

ani_phkakadze

ani_pkhakadze

  • გრანდიოზული წვეულება და ცნობილი სტუმრები - ანი ფხაკაძის ოჯახური კადრები შვილის ნათლობიდან 

თავსაბურავები ანის სტილის მნიშვნელოვანი ნაწილია — ხშირად აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება. შარფები, ქუდები ან ბერეტები მის ჩაცმულობას უნიკალურ დეტალს სძენს.

ani_phkadze

ani_pkhakadze

ანი ხშირად იყენებს ნეიტრალურ ფერებს — შავს, თეთრს, ჩალისფერსა და ნაცრისფერს, რაც მის სტილს უნივერსალურობასა და დროის გამძლეობას მატებს. თუმცა, დროდადრო ის არ ერიდება ფერად აქცენტებს, განსაკუთრებით თავსაბურავების სახით, რაც მის იერსახეს ხალისსა და სიცოცხლეს მატებს.

ani_pkhakadze

ანი ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს, რომ მისი საყვარელი სამოსი მაღალწელიანი ჯინსის შარვალია. "ძალიან მიყვარს შარვალი. უფრო კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს მაღალწელიანი ჯინსის შარვლები, პიჯაკები და ხშირადაც ვატარებ. ვთქვათ, სავახშმოდ გავდივართ... ამ დროს ჩემი საუკეთესო და საყვრელი ლუქია მაღალწელიანი ჯინსი და ლამაზი პიჯაკი... და რა თქმა უნდა, ქუსლიანი ფეხსაცმელი. ყველაზე საყვარელი სტილია, მარტივიც და ელეგანტურიც. აღმოვაჩინე, რომ კაბებს საერთოდ აღარ ვწყალობდი. ზაფხულის სეზონი გამონაკლისია, როცა მომწონს კაბით სიარული."

ani_pkhakadze

ანი ფხაკაძის ბიოგრაფია

ანი ფხაკაძე კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილია. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ხოლო ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ანი, ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში.

ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა. ამჯერად კი მეუღლესთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. 

  • კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილის, ანი ფხაკაძის განცხადება 

ani_pkhakadze

ანი ფხაკაძის მეუღლე შვეიცარიელი ამურ დე სადელიერია. ანი და ამური 2021 წელს დაინიშნენ. წყვილმა ქორწილი შვედეთში გადაიხადა.  გრანდიოზულ ქორწილს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ, კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წყვილს ერთი ვაჟი, ლეონ სტანისლას დე სედლერი ჰყავს.