ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილის მეუღლე, მია გზირიშვილი გამომწერებს პატარა დათის ფოტოებს უზიარებს.
ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: "იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა, არ ვიყავი ოჯახთან ერთად. ვიყავი შეკრებაზე, ბიჭებთან ერთად. მეუღლემაც მითხრა, წადიო... მამობა საოცრებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს"- ამბობს ფეხბურთელი.
ზურიკო დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მისი დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობით გამოვიდა. 2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. იმავე წელს The Guardian-მა დავითაშვილი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.
2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა ყაზანის „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ პირველი ტურის მატჩში შედგა. შეხვედრაში, რომელიც ფრედ (1–1) დამთავრდა.
2022 წლის 23 მარტს დავითაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მას შემდეგ, რაც ფიფამ რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება მისცა. ზღვისპირელთა რიგებში ზურიკოს დებიუტი ჰქონდა იმავე წლის აპრილში, „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. ბათუმელთა მაისურით დავითაშვილმა საქართველოს პირველობის 14 შეხვედრა გამართა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ოთხ საერთაშორისო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ამის შემდეგ იწყება ზურიკო დავითაშვილის ფრანგული ფეხბურთი. ის 2022 წლის 2 სექტემბერს დავითაშვილი ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით „ბორდოში“ გადავიდა. ზურიკომ სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მის ახალ კლუბს გამარჯვებაში.
2024 წლის ივლისში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის უფლება გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ პლეი-ოფის მატჩში გამარჯვებით მოიპოვა.
ზურიკო დავითაშვილმა ახალი კლუბის მაისურით პირველივე შეხვედრაში გაიმოიჩინა თავი და გუნდს ესპანეთის ლა ლიგის „ვილიარეალთან“ მოაგებინა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, მეორე პენალტის ავტორი კი სწორედ ზურიკო დავითაშვილია.