"მე და ბადრის გაცნობის ძვირფასი ისტორია გვაქვს..." - მაია ასათიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"მე და ბადრის გაცნობის ძვირფასი ისტორია გვაქვს..." - მაია ასათიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2025-06-25 17:00:14+04:00

"მე და ბადრის გაცნობის ძვირფასი ისტორია გვაქვს. მახსოვს 2008 წლის 3 ივნისი - ეს არის დღე, როცა პროფილი პირველად გავიდა ეთერში და მჭირდებოდა ვარცხნილობა. მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, არ ვიცოდი, ქალაქში ვინ აკეთებდა  საუკეთესოდ. მომიყვანეს ბადრისთან და ძალიან ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩვენი შეხვედრა. 17 წელზე მეტია, მე ვარ მისი კლიენტი", - ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გააზიარა. 

"მადლობა, რომ წლების წინ,ჩემი ცხოვრების გზა გადაკვეთე", - წერს ტელეწამყვანი. 

maia_asatiani

მაია ასათიანის ბიოგრაფია

მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.

  • "ისევ დავფრინავ! წინ დიდი თავგადასავალია" - მაია ასათიანის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება 

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ. 

asatiani

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "მთავარია მიზანი დაისახო და შრომა არ დაგეზაროს" - მაია ასათიანის საოცარი ტრანსფორმაცია 

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:

"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები".