ქეთი ხატიაშვილი მე-3 შვილის მოლოდინშია. ქეთისთვის ეს ორსულობა განსაკუთრებით მშვიდი და სრულფასოვანი აღმოჩნდა. ამის შესახებ მას საკუთარ გვერდზე დაწერა და სხვა ქალებსაც გაუზიარა გამოცდილება, როგორ ახერხებს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას:
"მოკლედ, მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში, ოღონდ მანამდე დავწერ - მე-3 ორსულობის 31 კვირა ისე ჩქარა და შეუმჩნევლად გავიდა, რომ ბოლო 9 კვირა მინდა, ნელა გავიდეს! ეს მართლაც საუკეთესო პერიოდია ქალისთვის და თან ვერ ვხსნი რატომ, რა თქმა უნდა, იყო რთული დღეებიც, პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა...
ახლა 3 მთავარი რჩევა:
- ივარჯიშეთ, იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.
- შეაგროვეთ სამახსოვროდ ფოტოები. მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და ახლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კარგი იქნება.
- იფრინეთ და იმოგზაურეთ სპეციალური წინდებით. ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6-საათიანი ფრენის შემდეგაც კი, ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით".


ქეთი ხატიაშვილის ოჯახი
ქეთევან ხატიაშვილი ქართველი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა. ქეთიმ პროექტში გამარჯვებაც შეძლო, ამ პროექტმა მას საშუალება მისცა, წარმოეჩინა თავისი პროფესიონალიზმი.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი მეუღლეს დაშორდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქეთი ხატიაშვილს ურთიერთობა ყოფილ მორაგბე დავით კაჭარავასთან ჰქონდა, რომელიც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატი და რაგბის კავშირის პრეზიდენტია. წყვილი რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, ბევრს მოგზაურობს და მეგობრებისგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს.
ქეთისა და დავითს ერთი საერთო შვილი, ილია ჰყავთ. მალე კი ისინი გოგონას მშობლებიც გახდებიან.