"ეს ჩემი ქმარია" - ილია თოფურიას მეუღლე ახალ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"ეს ჩემი ქმარია" - ილია თოფურიას მეუღლე ახალ ფოტოს აქვეყნებს

2025-06-26 12:07:25+04:00

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი გამომწერებს ილიას ფოტოს წარწერით "ეს ჩემი ქმარია" უზიარებს.

ilia_topuria

ილია თოფურიას ბიოგრაფია

ილია თოფურია — ქართველი წარმოშობის პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს UFC-ში (Ultimate Fighting Championship). ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამით ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

ილია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა დიუსელდორფში, გერმანიაში, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. საბრძოლო ხელოვნებით მოზარდობიდან დაინტერესდა და მალევე გამოიკვეთა როგორც ძლიერი და ტექნიკური მებრძოლი. იგი ბრწყინვალედ ფლობს როგორც ბოქსის, ისე გრეპლინგის და ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს.

UFC-ში დებიუტი თოფურიამ 2020 წელს შედგა და მას შემდეგ მას არ წაუგია არცერთი ბრძოლა. 2024 წლის თებერვალში, მან დაუმარცხებელი  ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ფაქტობრივად, პირველი ქართველი, რომელმაც ამ დონის ტიტული მოიპოვა.

ilia_topuria

თოფურია გამოირჩევა დიდი თავდაჯერებულობით, მკაცრი დისციპლინითა და შეუდრეკელი ბრძოლის ჟინით. ის ხშირად საუბრობს საქართველოს სიყვარულზე და ქართველი ერის პატრიოტულ სულზე. ილიას ყოველი ბრძოლა იქცა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდაც. 

2024 წლის 26 ოქტომბერს, ქამრის დაცვაზე, ილია მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ილიამ წონის ცვლილება გადაწყვიტა და ზედა წონაშ ავიდა. 29 ივნისს კი ჩარლზ ოლივერას შეერკინება.

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინასა და ილიას ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პატარა ჰუგოსთან ერთად ზრდიან. ჯორჯინა აქტიურადაა ჩართული ბავშვების ცხოვრებაში და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის შესახებ სიახლეებსაც ხშირად გვიზიარებს. ჯორჯინა მარკეტინგის სპეციალისტია. მან 2022 წელს საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.

ilia_jorjina

ilia_jorjina