ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია - როგორ ულოცავენ შვილები და მეგობრები ტელეწამყვანს დაბადების დღეს - Marao

ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია - როგორ ულოცავენ შვილები და მეგობრები ტელეწამყვანს დაბადების დღეს

2025-06-26 12:50:51+04:00

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია. "ჩემი სიყვარული" - ამ წარწერით მიულოცა შვილმა, მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკას დაბადების დღე და მასთან ერთად გადაღებული ფოტების კოლაჟი გაგვიზიარა.

nanuka_jorjoliani

  • "პირველად ვაღიარებ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მარიამის გარდა, ნანუკას დაბადების დღე მეგობრებმა და გულშემატკივრებმაც მიულოცეს. მის გვერდზე უამრავ კეთილ სურვილსა და დადებით კომენტარს შეხვდებით. ტელეწამყვანი 46 წლის გახდა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია

ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 

nanuka_jorjoliani

1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს. 

nanuka_jorjoliani

 2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში. 

ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.

  • "როცა პატარები და ბედნიერები ვიყავით" - ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის ფოტოები მამასთან, ნიკოლოზ გეგუჩაძესთან ერთად 

წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა ხელმეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. 

მარიამ გეგუჩაძე

მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა.

მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.

  • ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის რჩეული - ქორწინება ცნობილი პოლიტიკოსის შვილზე და რომანტიკული კადრები საფრანგეთიდან 

2024 წლის 15 ივნისს მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მარიამის რჩეული პო­ლი­ტი­კო­სის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის უფ­რო­სი ვაჟი, 26 წლის გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. გიორგი სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის და მისი საჯარო პროფილი არ იძებნება.