ზუკა ხუციშვილის შვილი, პატარა გიო ხუციშვილი ერთი წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნავად მაია ჯორჯაძე, გიო ხუციშვილის მეუღლემ, პატარა გიოს ვიდეო გამოაქვეყნა.
ზუკა ხუციშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ხსნის თუ რატომ დაარქვა პატარას მამის სახელი. „რომ გავიგეთ, ბიჭი დაიბადებოდა, ყველამ უთქმელად, თითქმის შეთანხმებულად ჩავთვალეთ, რომ მისი სახელი გიო იქნებოდა…"
აღსანიშნავია, რომ ზუკა ბავშვის დაბადებას დაესწრო.
„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და მინდოდა, ყველაზე რთულ მომენტში მეუღლის გვერდით ვყოფილიყავი. ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, მთელი ეს სამედიცინო პროცესი რთულად აღსაქმელი იქნებოდა თუ არა. მთავარი იყო, ჩემი მეუღლე ყოფილიყო ჯანმრთელად და კარგად. მე მისი ხელი მეჭირა და შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ვამხნევებდით… სანამ ხელში არ დაიჭერ, მანამდე ძნელია, წარმოიდგინო, ეს რა ემოციებია. შვილი დაუჯერებელი ბედნიერებაა… რაც სახლში გამოვიყვანეთ, ღამე არ გვიძინია. ყოველი მისი მოძრაობა, გადაბრუნება ჩვენთვის სიფხიზლის მიზეზია. რამე ხომ არ აწუხებს ან რამეში ხომ არ ვჭირდებით. მოკლედ, ჯერჯერობით, უფრო ვღელავთ, ვიდრე ბედნიერებით ვტკბებით… მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული…

ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მამაჩემი მიკეთებდა. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები გიოსი, თუ როგორ გამზარდა. იმის ნახევარი თუ მაინც გავაკეთე, რაც გიომ გააკეთა ჩემთვის, ბედნიერი ვიქნები…“ - ამბობს ზუკა ხუციშვილი.
ზუკა ხუციშვილი
ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში გადაიხადა.