დუტა სხირტლაძის შვილები და მათი დიდი წარმატება რომში: ვინ არიან ნინი და ლუკა სხირტლაძეები - Marao

დუტა სხირტლაძის შვილები და მათი დიდი წარმატება რომში: ვინ არიან ნინი და ლუკა სხირტლაძეები

2025-06-26 16:23:26+04:00

"მე კი არ მაქვს პრობლემა მათი გამოჩენის, ჩემს შვილებს არ უნდათ. ერთი რამ იციან ძალიან კარგად – მამა რომ ტელევიზორში ჩანს, ეს მათთვის დიდი არაფერი ხეირია. მამა ჩანს ტელევიზორში და დამთავრდა, დანარჩენი თავისით უნდა ქნან ცხოვრებაში, იმიტომ, რომ დუტას შვილები არიან, პრივილეგიები არ უნდა იყოს…“ - ამბობდა დუტა სხირტლაძე რამდენიმე წლის წინ შვილების შესახებ. 

  • "სხირტლაძე ჩემი ნამდვილი გვარი არ არის... ვალიცკი ვარ და ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ..." - როგორია დუტა სხირტლაძის ცხოვრება კამერებს მიღმა, ორი ქორწინება, ოჯახი და აქამდე უცნობი ამბები

დუტა სხირტლაძესა და მის მეუღლეს, მარინა ნაცვლიშვილს სამი შვილი, მარიამი, ნინი და ლუკა ჰყავთ. მათ მართლაც მოახერხეს საკუთარი გზის გაკვალვა. ბოლო დროს მშობლები განსაკუთრებით ხშირად წერენ უმცროსი შვილის, ლუკას წარმატების შესახებ. როგორც ცნობილია, აპრილში მისი პირველი გამოფენა რომში გაიმართა: "ლუკას პირველი გამოფენა რომში - ვამაყობ შენით, დე, მადლობა ამ შეგრძნებისთვის", - წერდა მაშინ მარინა ნაცვლიშვილი. მოგვიანებით კი მან დაწერა, რომ რომში, ხელოვნების მუზეუმში მისი შვილების, ლუკასა და ნინის გამოფენა გაიმართა. ლუკა და ნინი იტალიაში, რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში (RUFA) სწავლობენ. 

skhirtladze

skhirtladze

დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის ოჯახი 

დემეტრე ვალიცკი, რომელსაც საზოგადოება დუტა სხირტლაძის სახელით იცნობს, უკვე არაერთი წელია, ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მას შემდეგ აქტიურად იღებს მონაწილეობს თეატრალურ დადგმებში, ფილმებსა თუ სერიალებში. ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა შოუს წამყვანი.

  • "ზღაპრული სამყარო..." - დაათვალიერეთ დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის საახალწლოდ მორთული სახლი

დუტა სხირტლაძის მეუღლე, ხელოვანი, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილია. ის ვერ­ცხლის, ოქ­როს და ფე­რა­დი ქვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს ქმნის. მისთვის ეს საქმე თავდაპირველად ჰობი იყო, თუმცა პირველი გამოფენის შემდეგ მიხვდა, რომ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ უნდა ექცია. 

skhirtladze

  • როგორია დუტასა და მარინას შემოქმედებითი გარემო და რას საქმიანობს დუტას ცოლ-შვილი

მარინასა და დუტას ორი შვილი, ლუკა და ნინი სხირტლაძეები ჰყავთ, რომლებიც მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთი არიან დაინტერესებულები. დუტას პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალიშვილი, მარიამი ჰყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მამის გზას აგრძელებს - მსახიობია. 

skhirtladze
დუტა და მარიამ სხირტლაძეები