ინტერვიუ: "ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა" - ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ბებია-ბაბუის ამპლუაში - Marao

ინტერვიუ: "ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა" - ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ბებია-ბაბუის ამპლუაში

2025-06-27 10:59:57+04:00

ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის წყვილს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ პროფესიებში საქმიანობენ - ფსიქოლოგი და არტთერაპევტია, ირაკლი კი - იურისტი და პოლიტიკოსი. 

ნათია ფანჯიკიძე 1971 წელს, ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი მწერალი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ, დედა - დალი ფანჯიკიძეა, მთარგმნელი. ნათია არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასევე, ამერიკული კლინიკის საერთაშორისო ქსელის „ლივინგ მუზეუმი“ წარმომადგენელი საქართველოში და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ნათია არის კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო სკოლის დამფუძნებელი.

  • "ადამიანი, რომელთანაც 30 წელი გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში ..." - ნათია ფანჯიკიძე პირადი ცხოვრების შესახებ

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. იყო უშიშროებისა  და თავდაცვის  მინისტრის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.

fanjikidze

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ოჯახი 

ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ირაკლი ნათიაზე ორი წლით უმცროსია - როცა იქორწინეს, მომავალი პოლიტიკოსი 18 წლის იყო: 

"უნივერსიტეტში და­ვი­ნა­ხე და მა­ლე­ვე გა­მეც­ნო. რო­გორც მერე მი­თხრა, თა­ვად უფრო ადრე, ერთ კა­ფე­ში შე­მამ­ჩნია. პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ოღონდ იმი­ტომ არა, რომ ვინ­მეს ვე­მა­ლე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. ბე­ჰე­მო­თი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო და რა­ტომ­ღაც ქა­ლაქ­ში გი­ვის ეძახ­დნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ის გახ­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ირ­ნო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი.

  • „ჩემი საყვარელი მომენტია, ლოპოტაზე რომ კაი გოგოებს დაინახავს ბარში და კვანწვით შედის ვისკის შესაკვეთად... ძვირფასი კაცია“ - ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ირაკლი, სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ზუს­ტი იყო და რაც უნ­დო­და, იმას ამ­ბობ­და. მეც ძა­ლი­ან სწრა­ფად, პრან­ჭვის გა­რე­შე გა­ვუმ­ხი­ლე გრძნო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გვა­რი­გებ­დნენ. ერთხელ მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მე და დედა მივ­დი­ო­დით და ვი­ღა­ცამ შე­მომ­ხე­და. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და და­ვე­ჯღა­ნე. დე­დამ მი­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ, არც პირ­ველ და­პა­ტი­ჟე­ბა­ზე მიჰ­ყვე­ბი­ან ბიჭს კი­ნო­ში. მოკ­ლედ, თავი გა­მო­ტე­ნი­ლი მქონ­და თავ­შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ში­ნა­გა­ნად ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მოგ­წონს, უნდა თქვა. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­უ­კა­ვებ­ლე­ბი არი­ან ზი­ზღის გა­მო­ხატ­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე უხ­ვად არ გას­ცე­მენ სიყ­ვა­რულს. თუ გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამას რა სჯობს, თქვი!

ჩემი შვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან და სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ.ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე, ეკაც და ნი­კუ­შაც ირაკ­ლის ჰგავს", - ამბობს წლების წინ ნათია ფანჯიკიძე. 

alasania

ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია, როგორც ბებია და ბაბუა 

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ვაჟი, ნიკუშა ალასანია 2016 წელს დაქორწინდა ნუცა ადამიაზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს. წყვილი მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ პატარა თინა ბებიასთან და ბაბუასთან დიდ დროს ატარებს. 

  • ქორწილიდან 8 თვეში ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა: 3 ქორწინება, 4 შვილი და რომანი ნუცა ადამიასთან

„თინუშამ პატარა ბავშვთან ურთიერთობის, ზრუნვის და სიტკბოს ის შიმშილი ამოავსო ჩემთვის და ირაკლისთვის, რაც მოსდევს შვილების გაზრდას, როცა მათ ისე ვეღარ ეფერები, როგორც პატარებს. თინუშა გამათავისუფლებელს ვეძახი. პატარა ბავშვი ხომ გიბიძგებს, დაბრუნდე ღრმა ბავშვობაში და ითამაშო დამალობანა, ექიმობანა…

ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა. ირაკლიც მისდევს. ბებო გოჭობანა მეთამაშეო მეუბნება და მეც გოჭის როლს ვთამაშობ. ამხელა ადამიანები ბავშვებივით ვიქცევით.

ბებოს ან ბებიკოს მეძახის, ირაკლის - ბაბუკას. ძალიან გვეფერება. ენით ვერ აღვწერ, რა განვიცადე, როცა თინა პირველად დავიჭირე ხელში. ვფიქრობ, მე მგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არ არის. გარეგნობით მამამისს და ბაბუამისს ჰგავს, რაღაცაში - დედამისსაც, მაგრამ ხასიათით და თვისებებით ეჭვიც არ მეპარება, რომ მე მგავს“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში. 

alasania