ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, კარლოტა ელენა, უიმბლდონის ტურნირიდან ნიკოლოზი ვიდეოს აქვეყნებს.
ბოლოს ნიკოლოზმა უიმბლდონის ტურნირის ბადეში 2022 წელს ითამაშა. ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც მატჩი გამარჯვებით დაიწყო. თუმცა ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა და მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა. უიმბლდონის კორტებზე წილის ყრა დღეს, ხოლო დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება.
დავა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ
რამდენიმე წლის წინ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მოდელი ნეკა დოროყაშვილი ოჯახური დავის მომსწრე მთელი საქართველო გახდა. ყოფილი ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა, რაც, საბოლოოდ, ბასილაშვილის გამართლებით დასრულდა. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა-ელენა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბიოგრაფია
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. მან 2019 წლის 27 მაისს მიაღწია ATP-ის რეიტინგში მე-16 ადგილს.
მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო; დედა, ნატალია კი - ექიმი. ნიკოლოზს ჰყავს უმცროსი ძმა, თენგიზ ბასილაშვილი. მამა ფიქრობდა, რომ მისი შვილები მის გზას გააგრძელებდნენ, თუმცა ნიკოლოზმა ჩოგბურთისადმი ინტერესი მალევე გამოხატა და მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლაც გადაწყვიტა. 5 წლის ასაკში ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში დაიწყო. თორმეტ წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. შემდეგ რამდენიმე წლით გადავიდა ამერიკაში. სანამ ნიკოლოზი აშშ-ში იყო, მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნიკოლოზს შეეძლო რუსეთში ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოს, საქართველოს დროშის ქვეშ თამაში გადაწყვიტა. ნიკოლოზი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.