უშვილობა, ბრძოლა მძიმე სენთან და ნინო ხაჟომიას ცხოვრების ამბები: "თუ ყველა გამოწვევიდან რაიმე არ ვისწავლე, დრო ტყუილად დამიკარგავს“ - Marao

ნინო ხაჟომიას ბრძოლა მძიმე სენთან: "თუ ყველა გამოწვევიდან რაიმე არ ვისწავლე, დრო ტყუილად დამიკარგავს“

2025-06-27 11:43:34+04:00

ნინო ხაჟომია წლების წინ აქტიურად ჩანდა ეკრანებზე. ის 2020 წელს აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშნეს, მას შემდეგ კი ეკრანიდან უფრო მეტად კულისებში გადაინაცვლა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. მან მთაში, ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე კაფე-ბარი გახსნა:

  • ცხოვრება მძიმე სენის შემდეგ, ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი: ხათუნა ჟორდანიას ცხოვრების საინტერესო მომენტები 

"ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, რომელიც ამ სიმაღლეზე ბიზნესს აკეთებს. წელს მეზობლები მეუბნებოდნენ: ვა, ქალის კვალობაზე, ყოჩაღ შენო. მე ვფიქრობ, საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია იმ საქმის კეთება, რომელიც მამაკაცებთან ასოცირდება. საზოგადოების რეაქციას რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკაში ვარ და ვიცი, რაც უნდა კარგი გააკეთო, მაინც ყველაზე ცუდი ხარ, ამიტომ ამაზე ყოველთვის იმუნიტეტი მქონდა", - ამბობდა ნინო ხაჟომია. 

nino_khazhomia

ნინო ხაჟომიას ამბავი უშვილობის შესახებ 

ნინო ხაჟომიამ 2017 წელს ვრცლად ისაუბრა უშვილობისა და მის ცხოვრებაში მოსული დიდი სიხარულის შესახებ: 

"ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული.

  • მანანა კოზაკოვას ტრანფორმაცია: "საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ" 

ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა-მეთქი.

khzahomia_nino

  • "რიგში ზუსტად 10 წლის მანძილზე  ვიდექით! 2013 წლის 28 დეკემბერი იყო..." - ნინო ხაჟომია შვილის აყვანის შესახებ 

საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი...ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ჰქონდა.რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი. ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით... ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზრდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის", - ამბობდა ნინო ხაჟომია. 

ნინო ხაჟომიას ბრძოლა მძიმე სენთან 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო ხაჟომია მძიმე სენს ებრძვის. "კიბო არ არის განაჩენი! ეს უბრალოდ ცხოვრების ერთი თავია და ამ თავს მე დავწერ – ჩემებურად! თუ ყველა გამოწვევიდან რაიმე არ ვისწავლე, დრო ტყუილად დამიკარგავს“, - დაწერა მან. 

nino_khazhomia