სიბრძნის, სიმბოლიზმისა და ელეგანტურობის სინთეზი - ელიზაბედ II-ის სტილი - Marao

სიბრძნის, სიმბოლიზმისა და ელეგანტურობის სინთეზი - ელიზაბედ II-ის სტილი

2025-06-28 17:11:59+04:00

დედოფალი ელიზაბედ II თითქმის საუკუნის განმავლობაში არამარტო სამეფო ოჯახის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სიმტკიცის, ტრადიციების და გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. მისი ჩაცმის სტილი კი ამის მკაფიო გამოხატულება იყო - ფორმალური პროტოკოლის, პირადი გემოვნებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შერწყმა.

 რატომ იყო ჩაცმა პოლიტიკა

დედოფალი ელიზაბედ II-ის ჩაცმულობა მხოლოდ ესთეტიკური გამოხატულება არ ყოფილა. ის იყო გონივრული სტრატეგია, გაწერილი სისტემითა და სიმბოლიკით. ელიზაბედი იშვიათად საუბრობდა საჯაროდ, ამიტომ მისი ვიზუალი ხშირად კომუნიკაციის მთავარი ენა იყო. მისი მთავარი იდეა იყო "უნდა დავინახო, რომ დედოფალი მოვიდა". სწორედ ამიტომ ატარებდა მკვეთრ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, იისფერს, ვარდისფერს, რომ ხალხს, რომელიც მხოლოდ ერთი წამით ხედავდა მას არ გაჰპარვოდათ მისი ყოფნა.

  • ქალი, რომელმაც კაცების მიერ ნაკარნახევ სამყაროში საკუთარი თავი შექმნა და ისტორიაში დარჩა: ამბავი კლეოპატრაზე 

დედოფალი ხშირად იყენებდა ბროშებს, ქსოვილებს ან ფერებს, რათა გამოეხატა პატივისცემა კონკრეტული ქვეყნის, კულტურის ან ისტორიული მოვლენის მიმართ. მისი სამოსი იყო ერთგვარი უხმო დიპლომატიური ჟესტი. სათქმელი, რომელიც სიტყვების გარეშე გადმოიცემოდა.

ელიზაბედ II-ის ქორწილის კაბა

1947 წლის 20 ნოემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში გამართული საქორწინო ცერემონია პრინცესა ელიზაბედისა და პრინც ფილიპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონარქიული ქორწილი იყო მე-20 საუკუნეში. თუმცა ამ ისტორიულ დღეს მედიასა და საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება არაერთხელ გადატანილა ელიზაბედის საოცარ კაბაზე — რომელიც მარტო სამოსი კი არ იყო, არამედ პოსტ-საომარი ბრიტანეთისთვის ახალი იმედის სიმბოლოდ იქცა.

elizabed_meore

  • "ნამდვილი პრინცესა" - ქეით მილდტონის გამოჩენა ლონდონში გამართულ სამეფო აღლუმზე 

ელიზაბედის ქორწილის კაბა შეიქმნა იმ დროის ცნობილი სამეფო დიზაინერის, ნორმან ჰარტნელის მიერ. კაბა შეკერილი იყო რძისფერი აბრეშუმით, რომელიც სპეციალურად წამოიღეს ჩინეთიდან. კაბის სილუეტი იყო მჭიდრო ტანის, ოდნავ გაფართოებული ქვედა ნაწილით და გრძელი, მდიდრული ფორმის შლეიფით, რომლის სიგრძე 4 მეტრს აღწევდა. ძირითადი მოტივაცია გაზაფხულისა და აღორძინების იდეა იყო - რადგან ომის დამთავრებიდან მხოლოდ ორი წელი იყო გასული.

დედოფალ ელიზაბედ II-ის ქორწილის კაბა იყო ბევრად მეტი, ვიდრე მოდა. ეს იყო პოლიტიკა, ეკონომიკა და ეროვნული სიმბოლო. 

elizabed?meore

დედოფალ ელიზაბედ II-ის კორონაციის სამოსი

1953 წლის 2 ივნისი იყო არა მხოლოდ მონარქიული ცერემონიის დღე, არამედ ბრიტანეთის მოდის, პოლიტიკისა და სიმბოლიზმის უდიდესი დემონსტრაცია. ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ კორნაციის ცერემონიაზე დედოფალ ელიზაბედ II-ს ეცვა კაბა, რომელიც იქცა არა მხოლოდ მეფური დიდებულების გამოხატულებად, არამედ მთელი ეპოქის სიმბოლოდ.

koronacia

დედოფლის კორონაციის კაბა შექმნა იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრიტანელმა დიზაინერმა სერ ნორმან ჰარტნელმა. იგი წლებია ქმნიდა სამოსს სამეფო ოჯახისთვის, თუმცა სწორედ ამ კაბამ მიაღწია სრულყოფილ ფორმას მის სტილისტურ ფილოსოფიაში. კაბა შეკერილი იყო სქელი, მდიდრული აბრეშუმის ქსოვილით, რომელიც წარმოადგენდა ძალაუფლებას და სტაბილურობას.

elizabedis_koronacia

TOP 6 ქალი, ვინც კარიერა 40 წლის შემდეგ დაიწყო - ძალა, რომელსაც ასაკის არ ეშინია 

შვილების ქორწილი

სამეფო ქორწილებში ყურადღება ხშირად პატარძალსა და მის თეთრ კაბას ეთმობა. თუმცა იყო ერთი ფერი, რომელიც უხმოდ იდგა სცენის მეორე ხაზზე - მუქი ლურჯი. ამ ტონში გამოწყობილი დედოფალი ელიზაბედ II, თითქოს უხმოდ ეხმიანებოდა იმ ღრმა განცდებს, რასაც მისი შვილების ქორწილები იწვევდა. ეს არ იყო მხოლოდ გემოვნების საკითხი - ეს იყო ფერის სტრატეგია, რომელიც დროთა განმავლობაში შინაარსით დაიტვირთა. თუმცა ელიზაბედს ქორწილებში ამის შემდეგ ლურჯი სამოსი აღარ ჩაუცვამს, რადგან სამივე შვილის ქორწილი განქორწინებით დასრულდა.

elizabed_meore