ზურა ხაჩიძის ინტერვიუ ოჯახისა და მეუღლის შესახებ: "განვლილი 20 წელი ძალიან რთული იყო -ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც..." - Marao

ზურა ხაჩიძის ინტერვიუ ოჯახისა და მეუღლის შესახებ: "განვლილი 20 წელი ძალიან რთული იყო -ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც..."

2025-06-27 15:06:15+04:00

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წლების წინ მათი ქორწინება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ, რომელიც 20 წელს ითვლის. ზურას და ხათუნას ერთი გოგონა, ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ოჯახისა და ქორწინების შესახებ მომღერალმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა: 

  • ცხოვრება მძიმე სენის შემდეგ, ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი: ხათუნა ჟორდანიას ცხოვრების საინტერესო მომენტები

"ხათუნა ყოველთვის მხარს მიმაგრებს. ჩვენი ოჯახი უკვე 20 წლისაა. ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს ურთიერთობას, თუნდაც, როდესაც პოლიტიკაში წავედი, მაშინაც ბევრ სისულელეს წერდნენ, რომ ხათუნას დამსახურება იყო, მე რომ პოლიტიკაში რაღაცას მივაღწიე.

მადლობელი ვარ იმის, რომ მყავს ასეთი ოჯახი და ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ, ვიკრიბებით ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.

  • "არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არაჩვეულებრივი ბავშვია" - რატომ არ ჩნდება ანასტასია ხაჩიძე კამერებთან და როგორია მისი ცხოვრება ინგლისში

განვლილი 20 წელი ძალიან რთული და დინამიკური იყო. ბევრჯერ ყოფილა დაძაბულობაც, სირთულეებიც, მაგრამ ყველაფერი გავიარეთ და დღემდე მოვედით“, – ამბობს ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

khachidze

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი 

ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.

  • "ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გადავაო, დავშორდეთო" - ხათუნა ჟორდანია

ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს. ცხოვრების ამ ეტაპზე კი ლონდონში ცხოვრობს, სადაც სასწავლებლად გაემგზავრა. 

xatuna_jordania