ამბავი "ჩცდ"-დან საკუთარ მეურნეობამდე: როგორია მაკა ძაგანიასა და მისი მეუღლის ცხოვრება ქალაქიდან შორს - Marao

ამბავი "ჩცდ"-დან საკუთარ მეურნეობამდე: როგორია მაკა ძაგანიასა და მისი მეუღლის ცხოვრება ქალაქიდან შორს

2025-06-28 17:10:25+04:00

ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი მაკა ძაგანია სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ის მარტყოფში მეუღლესთან, გიგა ცერცვაძესთან ერთად ცხოვრობს. მაკას და გიგას მარტყოფში აქვთ ვაზის ძირები. ფორტუნასთან საუბრისას მაკა ამბობს "ჩვენი მამულები ჩემი სიმდიდრეა - 750 შვილი [ვაზი] მყავს. ყველაფერი ჩემი ქმრის ხელითაა გაკეთებული, ბადეებიც გიგას გაჭიმულია. ვენახის რიგში რომ გავივლი, ვაზები თითქოს გეფერებიან. ვაზის გარდა გვაქვს სიმინდი, ლობიო, პომიდორი, კიტრი. ყოველ დილით გამოვდივარ ვათვალიერებ, რომელი ყვავილი როგორ ხარობს. როდესაც სახლი ვიყიდე, მეუბნებოდნენ, რად გინდოდა, სხვა რამე გეყიდა მაგ ფულით, მაგრამ ვთქვი, ნახავთ აქ რა სამოთხე იქნება და ავისრულე კიდეც" - ამბობს მაკა ფორტუნასთან ინტერვიუში.

maka?dzagania

მაკა ძაგანია ბიოგრაფია

ქართველი მსახიობი მაკა ძაგანია 1980 წლის 20 მაისს დაიბადა. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათამაშებმა „თინას“ როლმა. 2014 წელს დატოვა სერიალი, მაგრამ 1 წელიწადში დაბრუნდა. ჰყავს მეუღლე გიგა ცერცვაძე და ორი შვილი.

"ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება.რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა", - იხსენებს მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, მაკა მეორედ გიგაზე დაოჯახდა. მაკა იხსენებს "ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის. როდესაც სტრესული ურთიერთობა გაქვს და ცუდად გახსენდება, გაქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს. ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.