"საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს" - ია ფარულავას განცხადება - Marao

"საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს" - ია ფარულავას განცხადება

2025-06-27 15:21:17+04:00

"საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს - აშშ-მდე და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი: საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!

  • "ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის - მამამ სხვა სახელი დამარქვა..." - ია ფარულავას ისტორია - როგორ გახდა "ია" 

აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა. გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება. მე არ მყავს შვილები, არც ვალდებულებები მაქვს - შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად. მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!

parulava

  • "ყველაზე ბედნიერი 2 წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში..." - რა შემთხვევას იხსენებს ია ფარულავა 

თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საქართველო დარჩება მომავალ თაობებს! ახლა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. თუ არ ვიბრძოლეთ - დავკარგავთ ყველაფერს" - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში. 

ia_parulava

ია ფარულავა და სამოქალაქო აქტივიზმი 

მსახიობ ია ფარულავას საზოგადოება კარგად იცნობს. ის მაყურებელმა 12 წლის ასაკში გაიცნო, როცა პირველი როლი რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ შეასრულა. მაშინ ია ობოლი გოგონას, თიკოს პერსონაჟს ასახიერებდა.  ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია „ფესვები“, „სპირალი“ და სხვ.

ია ფარულავამ ცხოვრების გარკვეული ეტაპი სამშობლოდან შორს გაატარა - ის ამერიკაში ცხოვრობდა კარიერის აწყობას იქ აპირებდა. სხვადასხვა მიზეზისა და გარემოების გამო, რომლებზეც მსახიობს არაერთხელ უსაუბრია, ის საქართველოში დაბრუნდა. 

  • "1998 წელს მიხეილ სააკაშვილის გამო ჩამოვედი საქართველოში, ძალით ჩამომიყვანა, ჩემს საქმროს უთხრა, ია ცოლად მომყავს და საქართველოში მიმყავსო... როგორც ყველა თავის ქალს, მეც ცუდად მომექცა..." - რა ამბავს იხსენებს ია ფარულავა: მსახიობის ცხოვრების აქამდე უცნობი ფაქტები 

ია ფარულავა აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ის სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ხშირად აპროტესტებს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემას. განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის დროს. მის მიმართ დადებითად არიან განწყობილი ახალგაზრდებიც.