"ძალიან ბევრი მწერს ესთეტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იქ, რა დამიზიანდა და რატომ ვარ ასე გაბრაზებული" - ლენუკა ყიფშიძე ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ძალიან ბევრი მწერს ესთეტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იქ, რა დამიზიანდა და რატომ ვარ ასე გაბრაზებული" - ლენუკა ყიფშიძე ვიდეოს აქვეყნებს

2025-06-27 16:55:15+04:00

"ძალიან ბევრი მწერს ესთეტიკურ ცენტრთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იქ, რა დამიზიანდა და რატომ ვარ ასე გაბრაზებული. გეტყვით, რომ არც იფიქროთ იქ მისვლა, რადგან უკვე მეორე დღეა, მჭირდება სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული", - ამბობს ლენუკა ყიფშიძე ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ის განმარტავს, რომ უფრო ვრცლად დეტალებზე შემდგომში ისაუბრებს. 

kipshidze

ლენუკა ყიფშიძის ოჯახი და ცხოვრება

მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილებს, გიორგი და ლენუკა ყიფშიძეებს საზოგადოება კარგად იცნობს. გიორგიმ მამის გზა გააგრძელა, ლენუკა კი ამ სფეროთი არ დაინტერესებულა. მან მოდელის კარიერა აირჩია, თუმცა მოგვიანებით თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა. ლენუკა რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა პოპულარულ რეალით შოუში, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

  • "ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... იდეალური ქმარი არ ვარ, მაგრამ ერთგულება რა არის ვიცი" - ზურა ყიფშიძის მეუღლე, ოჯახური ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული 

ლენუკა ყიფშიძეს საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებებში არც მამა ერევა: 

"ზურა არასდროს ჩარეულა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, განიცდის ამ გარემოებას, მაგრამ იმდენი შვილიშვილი ჰყავს, რომ მათთან ურთიერთობაში გადააქვს ყველაფერი. არასოდეს გეტყვის, აიწყვე შენი პირადი ცხოვრება, არ დაუშვა შეცდომებიო...

ხუმრობით თუ მეტყვის, შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო.

მე კი ვეუბნები, რომ ასეთი კაცი ჩემი შვილი ნიკუშაა. თავისი ნერვიულობის მიზეზების აფიშირება არ უყვარს, ყველაფერს მსუბუქად და ხუმრობით გამოხატავს", - ამბობს ლენუკა ყიფშიძე. 

  • "დამიბერდა მამიკო, მაგრამ მაინც ყველაზე სიმპათიურია, არა?“ -ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ლენუკა ყიფშიძეს ერთი შვილი, ნიკუშა ნინუა ჰყავს. ნიკუშა უკვე სრულწლოვანია და მედიის ყურადღების ცენტრში ისიც არაერთხელ მოექცა. როგორც ცნობილია, დედა-შვილს განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აქვს. ნიკუშა სპორტითაა გატაცებული - ის კალათბურთელია. 

kipshidze

  • „გენეტიკის ძალა - რა სიმპათიური ბიჭია“ - ვინ არის ლენუკა ყიფშიძის შვილი, რომელსაც ცნობილ ბაბუას ამსგავსებენ 

„17 წლის ვიყავი, როცა გავიპარე... მართალია, ეს ქორწინება არ გაგრძელდა, მაგრამ ღმერთმა შვილი გვაჩუქა. 19 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ შემეძინა. ბავშვი რომ გავაჩინე, თითქოს, მის გარდა, აღარავინ და აღარაფერი მინდოდა. ასე მგონია, ღმერთი შვილს კიდევ თუ მაჩუქებს, ალბათ უფრო სხვანაირად დავინახავ... დედური შეგრძნებები ახლა უფრო მიღვივდება“, - ამბობდა ლენუკა ყიფშიძე .