რას წერს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი, ენი გასიევა: "საავადმყოფოშიც ამოვყავით თავი. უკვე ყველაფერი რიგზეა..." - Marao

რას წერს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი, ენი გასიევა: "საავადმყოფოშიც ამოვყავით თავი. უკვე ყველაფერი რიგზეა..."

2025-06-27 17:14:14+04:00

"საავადმყოფოშიც ამოვყავით თავი. უკვე ყველაფერი რიგზეა", - წერს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი, ენი გასიევა სოციალურ ქსელში. რა შემთხვევაზე საუბრობს ის, არ დაუკონკრეტებია. შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია არც გიორგი ყიფშიძეს. 

გიორგი ყიფშიძის ოჯახი და ქორწინებები 

გიორგი ყიფშიძე 1977 წელს დაიბადა. არის თეატრისა და კინოს მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. არის ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილი. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი. 

  • "ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ" - გიორგი ყიფშიძე მამის ამპლუაში

გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია ნატალია, რომელიც სხვა ძირითად პროფესიასთან ერთად მსახიობობასაც ითავსებს. პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.

  • ხმაურიანი ცხოვრება, ვარსკვლავური კარიერა და ოჯახი - გიორგი ყიფშიძის განვლილი გზა და ცხოვრება დამოკიდებულების გარეშე 

ცოტა ხნის წინ გიორგი ყიფშიძე მესამე მეუღლეს ხმაურიანად დაშორდა. წყვილმა არაერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა ურთიერთობაში გაჩენილი ბზარებისა და პრობლემების შესახებ. გიორგი ახლა მცირეწლოვან შვილებს დამოუკიდებლად ზრდის და ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამას შეძლებდა. 

kipshidze

არ წარმომედგინა, თუ მე მომიწევდა იმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ. დედების და ბებიების გაზრდილი ვარ და ახლა ზუსტად იმავეს ვაკეთებ მე ჩემი შვილებისთვის. აბსოლუტურად ქალის საქმეებზე გელაპარაკებით: გარეცხე, ჩაბანე, დააძინე, ბაღში წაიყვანე, მოიყვანე - ყველაფერს მარტო. აქეთ ლუნა, აქეთ კოსმო მყავს. სულ ერთად ვართ. ვერავინ ვერ მეხმარება. დედაჩემი ავადმყოფი, მამაჩემი რაში უნდა დამეხმაროს. დღეში ვრეცხავ სამ პარტია სარეცხს, ვფენ და ეს არასოდეს არ მთავრდება.

  • „რომ ამბობენ, ყოფილი რძალ-მული როგორ მეგობრობთო, არ მესმის..." - კრისტი ყიფშიძისა და ლენუკა ყიფშიძის ვარსკვლავური დუეტი 

ჩუმად ვიჯექი ხოლმე და ვტიროდი, რომ მეთქი, რა დავაშავე, იმიტომ, რომ აღმოვჩნდი ჩემთვის გაურკვეველ გარემოში. ორი ბავშვი გიყურებს, ერთი ტირის, ერთი იცინის - გავგიჟდი. შენ შენი საქმე გაქვს თან გაფუჭებული, შეურაცხყოფილი ხარ, ქალმა დაგტოვა და კინაღამ გადავირიე. ამ დროს "ცე" აღმომაჩნდა, ვსვამდი მედიკამენტებს, სამჯერ კინაღამ აივნიდან გადავხტი. უცებ იმდენად ამომივიდა ეს რაღაცები, რომ სისულელე კინაღამ ჩავიდინე”, - ამბობდა გიორგი ყიფშიძე  „იმედის დღის” ეთერში.

ნარკოდამოკიდებულება

გიორგი ყიფშიძე დამოკიდებულებისა და მის ცხოვრებაში არსებული ამ პრობლემის შესახებ ღიად საუბრობს და საკუთარ გამოცდილებასაც აზიარებს. როგორც მან არაერთხელ აღნიშნა, მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ გაიარა, ახლა კი თავისუფალია ყველანაირი დამოკიდებულებისგან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება. მას გარშემო ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ამ გზის გავლაში ეხმარებიან, ერთ-ერთი, ყველასთვის საყვარელი ტელესახე ნიკოლოზ წულუკიძეა.