ცხიმიანობის რეგულირება, ფორების შევიწროება, კანის დატენიანება და ერთ ფერში მოყვანა, ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პრევენცია - ეს იმ სარგებლის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ნიაცინამიდის რეგულარულად გამოყენებით მიიღებთ.
ნიაცინამიდი ვიტამინ B3-ის ორი ფორმიდან ერთ-ერთია (მეორე ფორმა არის ნიკოტინის მჟავა). B3-ის აღნიშნული ფორმები ერთმანეთისგან ქიმიური სტრუქტურითა და ორგანიზმზე ზემოქმედების მექანიზმებით განსხვავდება.
B3 ვიტამინის ფორმა - ნიაცინამიდი, რომელიც ზედაპირულად გამოიყენება, განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში შესამჩნევ შედეგებს იძლევა. რეტინოლისა და სხვა ისეთი აქტიური ინგრედიენტებისგან განსხვავებით (მაგალითად გლიკოლისა და სალიცილის მჟავები), ნიაცინამიდი ნაზად ქერცლის კანს, არ აშრობს მას და ნაკლებად ახასიათებს ე.წ წმენდის პროცესი, რომელიც ჩვენთვის დისკომფორტია ხოლმე.
ნიაცინამიდის რეგულარულად მოხმარება კანს ეხმარება კერამიდების გამომუშავებაში, რაც აძლიერებს მის ზედა შრეს.
მისი გამოყენება გვეხმარება სიწითლისა და ლაქების შემცირებაში, ასევე მშრალ კანს ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას.
ნიაცინამიდი 4-6 კვირის განმავლობაში აქტიურად გამოყენების შემთხვევაში აბალანსებს ცხიმის გამოყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც შავი წერტილებისა და აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს.
ინგრედიენტი ცხიმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე ავიწროებს ფორებს, ასუფთავებს მას მკვდარი უჯრედებისგან, ხელს უშლის კომედონებისა და შავი წერტილების წარმოქმნას და შედეგად, ვიღებთ ერთგვაროვან ფერსა და ტექსტურას. ამასთან, ნიაცინამიდი გვეხმარება ჰიპერპიგმენტაციის შემცირებასა და მის პრევენციაში.
ნიაცინამიდი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პრევენციაში გვეხმარება.
ნიაცინამიდი რუტინაში შეგვიძლია ჩავრთოთ როგორც შრატის, ისე დამატენიანებელი კრემის ან ტონერის სახით. თავდაპირველად მისი გამოყენება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ (თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ) ან ყოველ მეორე დღეს. როდესაც კანი ახალ ინგრედიენტებს მიეჩვევა, შეგვიძლია ჩვენი საჭიროების შესაბამისად ყოველდღიურად ან დღეში ორჯერაც ჩავრთოთ რუტინაში.
იმ შემთხვევაში, თუ მგრძნობიარე კანი გვაქვს ან ინგრედიენტი აქამდე არ გამოგვიყენებია, თავდაპირველად 2-5%-იანი ფორმულით უნდა დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც კანი შეეჩვევა, შეგვიძლია 5-10%-იანზე გადავიდეთ.
ინგრედიენტის გამოყენება შეგვიძლია როგორც დილის, ისე ღამის რუტინაში. თუ ნიაცინამიდს შრატის ფორმით ვიყენებთ, შემდეგ საფეხურად აუცილებლად დამატენიანებელი უნდა ჩავსვათ თავის მოვლის რუტინაში.
რა ინგრედიენტებთან შეგვიძლია ნიაცინამიდის გამოყენება და რასთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები?
ნიაცინამიდი თავსებადია ჰიალურონის მჟავასთან, პეპტიდებთან, კერამიდებთან, ანტიოქსიდანტების უმეტესობასთან და რეტინოლთანაც კი. არ უნდა გამოვიყენოთ C ვიტამინთან, AHA/BHA მჟავებთან, აზელაინის მჟავებსა და სხვა ძლიერ ამქცერცლავებთან კომბინაციაში.
არჩევანი გააკეთეთ ისეთ პროდუქტზე, რომელსაც მარტივი შემადგენლობა აქვს და არ გადატვირთავს კანს. მაგალითად, უმჯობესია, შრატი ან კრემი მთავარ აქტიურ ინგრედიენტად შეიცავდეს ნიაცინამიდს (ყურადღება მიაქციეთ, რომ ანოტაციაში პირველ ინგრედიენტად ეწეროს). ეს დაგეხმარებათ, მაქსიმალური შედეგი მიიღოთ პროდუქტისგან.
მაგალითად, თუ კომბინირებული კანი გაქვთ და გაფართოებულ ფორებს ებრძვით, იტალიური ბრენდის „თიოლოჯის“ (Teaology) 8%-იანი ნიაცინამიდის შრატი თავისი მარტივი შემადგენლობით (დამატებული აქვს დაბალი კონცენტრაციით სალიცილის მჟავა, პრობიოტიკები და ჰიალურონის მჟავა).
ეს არის სპეციალური ფორმულა, აკნეს, გაფართოვებული ფორებისა და აკნეს ნიშნების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც კანის ბუნებრივ ბარიერს შესამჩნევად აუმჯობესებს. შრატს აქვს მსუბუქი ხავერდოვანი ტექსტურა, პარფიუმის გარეშე, ასევე არ შეიცავს ზეთს. სახის შრატი შეიწოვება სწრაფად და არ ტოვებს ცხიმიან კვალს. მისი გამოყენება შესაძლებელია ცაკლე ან „თიოლოჯის“ სხვა შრატებთან ერთად, რადგან მას აქვს ბიოთავსებადი pH, არ შეიცავს სილიკონს.
„თიოლოჯის“ სხვა პროდუქტების სანახავად მიჰყევით ბმულს.
R