ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლაშა დვალის მეუღლე, მაკა ბუაჩიძე გამომწერებს ლაშას და პატარა გოგონების ფოტოს უზიარებს.

ლაშა დვალის და მაკა ბუაჩიძის ოჯახი
ლაშა დვალი მაკა ბუაჩიძაზეა დაქორწინებული. წყვილს 2 ქალიშვილი ყავს. მაკა სოციალურ ქსელებში საკმაო აქტიურობით გამოირჩევა, ის გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ვიდეოებს. მაკას თქმით ერთმანეთი მეგობრის დახმარებით გაიცნეს და საბოლოოდ სიყვარული ქორწინებით დააგვირგვინეს.

მაკა პროფესიით იურისტი, მაგრამ ამ სფეროთი არასდროს დასაქმებულა, ამასთან სწავლობს ინტერიერის დიზაინს. მაკა პრაიმტაიმთან ინტერვიუში ამბობნს, რომ რთულია ფეხბურთელის ცოლობა, თუმცა ამას ბევრი დადებითი რამ ზდევს. "ამ ყველაფერს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, მე ადაპტაცია არ მიჭირს და პირიქით, დადებითს ვუძებნი, მიყვარს ადამიანების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია. მე ლაშაზე ვარ დამოკიდებული და სადაც ის იქნება, იქ ვიქნები მეც. ყველანაირად ვუწყობ ხელს" - ამბობს ინტერვიუში.
ლაშა დვალის ბიოგრაფია
ლაშა დვალი 1995 წლის მაის დაიბადა. 6 წლის ასაკში „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. 2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური „რედინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის „სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და სწორედ ამიტომ ახალ გუნდის მოძებნა დაიწყო. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა. ლაშა დღეს ბერძნული კლუბის "აპოელის" ღირსებას იცავს.

ლაშამ სანაკრებო კარიერა 2014 წელს დაიწყო. ის პირველად თემურ ქეცბაიმ გამოიძახა ნაკრებში.