"მამას უწვერო ვერსია" - შეფ ლუკა ნაჭყებია მამის ამპლუაში და ფოტოები ქალიშვილთან ერთად - Marao

"მამას უწვერო ვერსია" - შეფ ლუკა ნაჭყებია მამის ამპლუაში და ფოტოები ქალიშვილთან ერთად

2025-06-30 10:45:13+04:00

" მამას უწვერო ვერსია" - ვახო კანდელაკი შეფ ლუკა ნაჭყებიასა და მისის შვილის, პატარა ანიტას ფოტოს აქვეყნებს. ლუკას მეუღლე ანუკა ჯორბენაძეა. გოგონა განსხვავებული სტილით გამოირჩევა და "ინსტაგრამზე" სახასიათო, საინტერესო ფოტოების გამოქვეყნება უყვარს.

luka_nachkebia

  • ლუკა ნაჭყებიასა და ანუკა ჯორბენაძის ოჯახური იდილია პატარა ანიტასთან ერთად: ცნობილი წყვილის ახალი ოჯახური კადრები 

ლუკა ნაჭყებია

ლუკა ნაჭყებია ფართო საზოგადოებამ პოპულარული შოუდან "მასტერშეფი" გაიცნო, სადაც ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. ლუკა, გარდა იმისა, რომ ამ სფეროში გამორჩეული პროფესიონალია, საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კულინარებსაც უზიარებს და ამ შესაძლებლობას ცხოვრების მთავარ გამართლებად მიიჩნევს: 

  • ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული- წყვილის რომანტიული ფოტოები 

"ერთი, რაშიც გამიმართლა ცხოვრებაში - ძალიან ახალგაზრდა გავხდი ლექტორი და ლექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა. თან საუკეთესო ახალგაზრდები მოდიან, ყოველი მომავალი თაობა წინაზე უკეთესია. სულ მზადყოფნაში უნდა ვიყო, არასწორი პასუხის ფუფუნება არ მაქვს. საკუთარი თავის განვითარება და წნეხში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს. კომფორტი არ მომწონს. მინდა, სულ მეშინოდეს იმის, რომ ვიღაც იტყვის, ლუკამ რაღაც არ იცისო. ამიტომ არის, რომ დღე-ღამეში 4 საათი მძინავს, უმეტესი დრო ვმუშაობ, ან რაღაცას ვსწავლობ. ჩვენი დარგი ახლა ვითარდება და თუ ამ დარგში მომუშავე ხალხს ასეთი მიდგომა არ ექნება, კულინარია, როგორც ხელოვნება და ხელობა, შორს ვერ წავა. ამიტომ, სულ მაქვს შიში, რომ რაღაც არ გამომივა; სტრესი სულ არის, სულ არის ეჭვი, საკმარისს ვაკეთებ თუ არა. მაგრამ მგონია, რომ ეს არის მამოძრავებელი და, ამიტომ, კარგია", - ამბობდა ის. 

  • "ახალი დასაწყისი" - ლუკა ნაჭყებია დაინიშნა: ვინ არის ცნობილი შეფის რჩეული 

ლუკა ნაჭყებიას ამ სფეროს სპეციფიკისა და საკუთარი დამოკიდებულების შესახებაც არაერთხელ უსაუბრია: 

"-კულინარია და საკვების შეგრძნება განწყობაზეა დამოკიდებული. სულ რომ ყველაზე გემრიელი კერძი მოგიტანონ და შეაფასეო, გითხრან, თქვენ იმ მომენტში აუცილებლად დაიწყებთ მასში ნაკლის ძებნას და ყველანაირ უნარს დაკარგავთ, რომ ამ კერძით ისიამოვნოთ. „მიშლენმა“ თავის დროზე რაღაც სტატუსი შექმნა. იმ რესტორნების უმეტესობა, რომელიც „მიშლენის“ ვარსკვლავს იღებდა, თითო კერძს 500-800 ევროდ აფასებდა. ყველა რესტორანი მაღალ სეგმენტში იყო. ვიღაც რომ მიდის და 800 ევროს იხდის კერძში, ხომ არ იტყვის, დამაგოიმესო. იტყვის: „ძალიან გემრიელი იყო, ძალიან მაგარი იყო, 800 ევრო გადავიხადე“. შენ კი არ ხარ შემფასებელი, „მიშლენი“ გეუბნება, რა არის კარგი და შენც ეთანხმები. ნელ-ნელა ეს სტანდარტი უფრო დაბალ დონეებზე ჩამოგორდა. ახლა „მიშლენი“ თავის ვარსკვლავებს ქუჩის საკვებშიც იძლევა, პატარა რესტორნებში. მარტო მაღალი დონის სერვისი და  გლამური აღარ არის", - განმარტავს ის.