როგორი იყო ანა მიქაუტაძის ფრანგული ქორწილი: რა კადრებს გვიზიარებს გიორგი მიქაუტაძე - Marao

როგორი იყო ანა მიქაუტაძის ფრანგული ქორწილი: რა კადრებს გვიზიარებს გიორგი მიქაუტაძე

2025-06-30 11:26:16+04:00

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ანა მიქაუტაძის ქორწილი გაიმართა. ქართველი ბომბარდირის, ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის და ნიცაში დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ჩხიკვაძეა. 

  • "ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ, მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა" - გაიცანით ანა მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძის და და მათი ოჯახი 

ანამ ოჯახური ფოტოები მეუღლესა და ძმებთან, გიორგი და ირაკლი მიქაუტაძეებთან ერთად სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.  ანა, ქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად, ტრადიციულად, მამამ მიაცილა. მისმა მეგობრებმა კი ხელის მოწერის ულამაზესი კადრები გააზიარეს.

giorgi_mikautadze

mikuatadze

მიქაუტაძეების ოჯახი 

"მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.

6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ "გერლანდში". 8 წლიდან ლიონის "ოლიმპიკის" საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი "ლიონში". შემდეგ გადავედი "ას პრიესტში", სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.

  • გიორგი ქოჩორაშვილისა და სანდრა მენდოსას რომანტიკული კადრები

2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ "მეცთან" ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

"მეცში" კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე "ნიცას" წინააღმდეგ, ხოლო "რენთან", "მარსელთან" და საფრანგეთის თასზე "დიჟონის" წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი" - ასე ახასიათებდა საკუთარ თავს ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი.

გიორგი ხშირად აღნიშნავს, რომ მის კარიერაში ბევრი უიღბლობა იყო, რთული პერიოდის დროს კი მის გვერდით ყოველთვის ოჯახის წევრები იდგნენ. გიორგი საფრანგეთში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ანნასა და ირაკლის კამერებთან გამოჩენა არ უყვართ, ისინი ძმის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და მის მნიშვნელოვან თამაშებსაც ესწრებიან. 

  • გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ვინ არის გოგონა ცნობილ ფეხბურთელთან ერთად

"გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ.

ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო", - ამბობდა  ანნა.