2025 წლის ივნისის ბოლოს ვენეციამ ყველაზე გახმაურებულ და მდიდრულ ქორწილს უმასპინძლა. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და ყოფილმა ტელეჟურნალისტმა ლორენ სანჩესმა გრანდიოზულ ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი სამ დღეს გაგრძელდა.
ცერემონია ვენეციის ლაგუნაში, ისტორიულ რეზიდენციაში გაიმართა. სტუმრები იახტებით გადაჰყავდათ დანიშნულების ადგილას, სადაც ვენეციური არქიტექტურა, ბაროკო და გოტიკა ერთმანეთში ერწყმოდა. მთავარი ღონისძიება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა, სანთლებითა და ყვავილებით გაფორმებულ დარბაზში, რაც თეატრალურ გარემოს ქმნიდა.
ლორენ სანჩესის საქორწილო კაბა
ლორენ სანჩესი რამდენიმე ლუქით იყო წარმოდგენილი. მისი მთავარი საქორწილო კაბა Dolce & Gabbana Alta Moda-ს მიერ იყო შექმნილი. თეთრი გიპიურით, მკაცრი კორსეტითა და ელეგანტური სილუეტით. კაბაზე მუშაობა 900 საათზე მეტს გაგრძელდა და თითოეული დეტალი ხელით იყო ამოქარგული.


ქორწილის სტუმრები
ლორენ სანჩესისა და ჯეფ ბეზოსის ქორწილში ყველა სტუმარი განსაკუთრებულად მომზადებული მივიდა. მოდის კრიტიკოსებმა ამ დღეებს მოდის კარნავალი უწოდეს. გთავაზობთ სტუმრების ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ცაცმულობებს:
კიმ კარდაშიანი ქორწილში თამამი კრემისფერი ლუქით იყო წარმოდგენილი.

კაილი ჯენერმა თეთრი ქვედაბოლო და თერთი ნაქსოვი ტოპი მოირგო.

ქენდალ ჯენერი მუქი ლურჯი პიჯაკით, ლურჯი ქვედაბოლოთი წარსდგა სტუმრების წინაშე.

ივანკა ტრამპი ქორწილში უმშვენიერესი ვარდისფერი კაბით მივიდა.

კარლი კლოსმა შთამბეჭდავი შავი კაბა მოირგო.

ოპრა უინფრი ქორწილს ტანზე მომდგარი ვარდისფერი კაბით დაესწრო.

ჯეფ ბეროზის ბიოგრაფია
ჯეფ ბეროზი 1964 წლის 12 იანვარს დაიბადა. ბეროზმა 1986 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას. 1994 წელს, სიეტლში დააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად წიგნების გაყიდვებით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი, მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.
ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin. კომპანიამ სატესტო ფრენები 2015 წელს დაიწყო.
2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“.
2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად. 2021 წლის მონაცემებით მისმა შემოსავალმა 214 მილიარდ დოლარს მიაღწია.