"რაც დედა, ის შვილი" - ჯესიკა ალბამ ქალიშვილი პირველად გამოაჩინა - Marao

"რაც დედა, ის შვილი" - ჯესიკა ალბამ ქალიშვილი პირველად გამოაჩინა

2025-06-30 15:01:28+04:00

ჯესიკა ალბა ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის იტალიურ ქორწილში თვის 17 წლის ქალიშვილთან, ჰონორ უორენთან ერთად მივიდა. ჯესიკა იშვიათად აქვეყნებს შვილების ფოტოებს და ცდილობს, ისინი მედიისგან დაიცვას. თუმცა 29 ივნის გამონაკლისი დაუშვა და შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

  • ზღაპრული კაბა, ვარსკვლავთცვენა და 3-დღიანი ქორწილი ვენეციაში: მსოფლიოს უმდიდრესი კაცისა და მისი "ოცნების ქალის" ქორწილის დეტალები 

jesika_alba

ჯესიკა ალბა მწვანე აბრეშუმის შიფონის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც Zuhair Murad-ის დიზაინია, ხოლო ჩაცმულობას Chanel-ის ჩანთა შეუხამა. ჰონორს კი ბრიტანული ბრენდი Self-Portrait-ის კოლექციის კაბა ეცვა. 

jesika

jesika

დედა-შვილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ეს მომენტალურად დაეტყო ფანების რეაქციებსაც: "რაც დედა, ის ქალიშვილი, ულამაზესები ხართ!", "საოცარი ფოტოები, ულამაზესი ხართ" და სხვ.

jesika

ეს ფოტოები ნამდვილად კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად ჰარმონიულია მათი ურთიერთობა — და რა შთამბეჭდავად გადადის სილამაზე თაობიდან თაობაზე. 

  • დიეტა ჯესიკა ალბას სტილში - ორსულობის შემდეგ სასურველი ფორმების დასაბრუნებლად 

ჯესიკა ალბა ბიოგრაფია

1981 წლის 28 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მოდელი ჯესიკა ალბა.  სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“  და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“. პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი, „ცოდვის ქალაქი“, „ფანტასტიკური ოთხეული“, „ფანტასტიკური ოთხეული 2“.

11 წლის ასაკში ის დედამ მიიყვანა მსახიობების კონკურსზე ბევერლი ჰილზში, სადაც გრან-პრი მოიგო და სამსახიობო ხელოვნების სკოლაში გაკვეთილებიც ჩაუტარეს, უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს აგენტთან.

პირველად ეკრანზე 1994 წელს გამოჩნდა ფილმში „დაკარგული ბანაკი“. ფილმისთვის თავიდან ის ორი კვირით აიყვანეს, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოდ იქცა. მალევე ჯესიკა ორ სარეკლამო რგოლში გადაიღეს „Nintendo“-სთვის და „J. C. Penney“-სთვის, ასევე ითამაშა რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. მსახიობი ფართო პუბლიკამ უკეთ გაიცნო ამავე წელს ტელეარხ „Nickelodeon“-ის გადაღებულ კომედიურ სერიალში, „ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში“, შესრულებული როლის შემდეგ. 1995 წელს ითამაშა მაიას როლი სერიალ „ფლიპერის“ პირველ ორ სეზონში.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ჯესიკა სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა უილიამ მეისის და მისი ცოლის ფელისიტი ჰაფმენის თეატრალურ სტუდიაში „Atlantic Theater Company“.

1998 წელს ალბა მელისა ჰაუერის როლში გამოჩნდა კრიმინალური დრამის „სამხრეთი ბრუკლინის“ პირველ სეზონში, ასევე ლიენის როლში სერიალის „ბევერლი ჰილზ 90210“ ორ ეპიზოდში და ლეილას როლში „სიყვარულის ნავის“ ეპიზოდში. 1999 წელს გამოჩნდა რენდი კუეიდის კომედიაში „P.U.N.K.S.“, სადაც სამანთას როლი შეასრულა. მსახიობის დებიუტი ჰოლივუდში 1999 წელს შედგა რომანტიკულ კომედიაში „უკოცნელი“, სადაც მთავარ როლს დრიუ ბერიმორი თამაშობდა, ჯესიკას კი მეორეხარისხოვანი როლი ერგო.