გაიცანით თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილი: იოანა მათიაშვილი, რომელიც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს - Marao

გაიცანით თეა დარჩიას უმცროსი ქალიშვილი: იოანა მათიაშვილი, რომელიც ოჯახის ტრადიციას აგრძელებს

2025-06-30 12:44:50+04:00

რამდენიმე დღის წინ "სუხიშვილების" სოლისტმა, ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ უმცროსი ქალიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეომ უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. აღნიშნავენ, რომ იოანა მათიაშვილი ძალიან ჰგავს დედას და შესანიშნავად ცეკვავს. 

თეა დარჩიას ოჯახი და "სუხიშვილები", როგორც ოჯახური ტრადიცია

თეა დარჩია ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი, ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფია 30-წლიანი გამოცდილებით. მას საზოგადოება კარგად იცნობს და ხშირია ინტერესი მისი პროფესიისა და ცხოვრების მიმართ -თეა პოპულარული თოქ-შოუების საყვარელი სტუმარია.

  • “გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა… გუჯა არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა ჩემი სიყვარულისთვის" - თეა დარჩიას ნაკლებად ცნობილი მეუღლე, ოთხი შვილი, ბავშვთა სახლიდან აყვანილი 2 ბავშვი და ცხოვრების საინტერესო ამბები 

თეა დარჩიასა და მის მეუღლეს, გუჯა მათიაშვილს 4 შვილი, მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. თეა ხშირად აღნიშნავს, რომ პროფესიის გამო ხშირად იყო ოჯახისა და შვილებისგან შორს, მეუღლე კი ყოველთვის გვერდით ედგა: "სიყვარული ხომ თავგანწირვაა, გუჯამ იცის, რა არის სიყვარული. გუჯა არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა ჩემი სიყვარულისთვის", - ამბობდა თეა დარჩია. 

  • თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი, ყველასთვის საყვარელი ილიკო - უმცროსი ილიკო სუხიშვილი 52 წლისა: საინტერესო ამბები ქორეოგრაფის შესახებ 

თეასა და გუჯას უფროსი ქალიშვილი, მარიამ მათიაშვილი ასევე "სუხიშვილების" მოცეკვავეა. უმშვენიერესმა მარიამმა წლები გაატარა სცენაზე, ცოტა ხნის წინ იქორწინა და პირველი შვილი, ლეა შეეძინა. ცხოვრების ამ ეტაპზე მარიამი შვილის აღზრდითაა დაკავებული.  

მირიან მათიაშვილს მოცეკვავის კარიერა არ აურჩევია, თუმცა თეა დარჩიას სტუდიის კადრებში ხშირად იხილავთ მირიანის მეუღლეს, ელენე ბარამიძეს. მშვენიერი ელენე დედამთილთან ერთადაც ხშირად ასრულებს ქართულ ცეკვებს და კადრები სოციალურ ქსელებში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. 

  • „ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ, ეს მცდარი აზრია" - ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი 

ამჯერად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იოანა მათიაშვილი. იოანა ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედის სტუდიაში ბავშვობიდან ცეკვავს და ახლა ხშირად აღნიშნავენ, რომ ის მომავალი ვარსკვლავია. იოანა ძალიან ჰგავს დედას და, თეას მსგავსად, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილის უმცროსი შვილი, გაბრიელი, დედასთან ერთად ეკრანებზე იშვიათად ჩნდება. ის სკოლის მოსწავლეა და მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია.