რა მოხდა ვერსალში? Jacquemus SS26 უნიკალური ჩვენება, ატირებული ვარსკვლავები და დაუვიწყარი შოუ - Marao

რა მოხდა ვერსალში? Jacquemus SS26 უნიკალური ჩვენება, ატირებული ვარსკვლავები და დაუვიწყარი შოუ

2025-06-30 13:54:15+04:00

2025 წლის 29 ივნისს ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა თავისი ახალი კოლექცია „Le Paysan“ წარადგინა. ჩვენება ვერსალის სასახლეში მოეწყო. ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მონარქიის სიმდიდრესა და ფუფუნებას ასახავდა, ამჯერად გლეხების, მემკვიდრეობისა და სილამაზის ზეიმის სივრცედ გადაიქცა.

jasque

მაგრამ რატომ აირჩია ჟაკმუსმა ვერსალი - სადაც ფუფუნება და ძალაუფლება საუკუნეების განმავლობაში არსებობდა? პასუხი მის ემოციურ ისტორიაში იმალება, პირად მოგონებები და ამბები, რომელიც დიზაინერის წარსულთან ასოცირდება.

  • ვინტაჟი დაბრუნდა! როგორ შევუხამოთ ძველი და ახალი სტილი? 

ვერსალი, როგორც სიმბოლო

ვერსალი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა ფრანგული მეფობის მძლავრ სიმბოლოდ. ადგილი, სადაც მეფე ლუი XIV-მ  ელიტას დიდი გავლენა მიანიჭა. სასახლე წარმოადგენდა იერარქიის მწვერვალს, სადაც გლეხსა და მეფეს შორის ხიდი იყო გადებული.

Jacquemus-ის „Le Paysan“ კი ამ წრის შებრუნებაა. ახლა გლეხი დიზაინერი, შედის ამ სივრცეში არა როგორც მნახველი, არამედ როგორც შოუს ავტორი და მომავალი მოდის ისტორიის შემქმნელი.

  • სიბრძნის, სიმბოლიზმისა და ელეგანტურობის სინთეზი - ელიზაბედ II-ის სტილი 

გლეხის ოჯახიდან სასახლის პოდიუმზე

საიმონ პორტ ჟაკმუსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის მოდა არის გზა, რომლითაც საკუთარი ოჯახის ამბავს ჰყვება. კოლექცია „Le Paysan“ კი პირდაპირი შეხებაა იმ ადამიანებზე, ვინც მიწაზე შრომობს. დიზაინერის ნამუშევრები შთაგონებული იყო არქივში ნანახი ფოტოებით, სადაც მისი წინაპრები სტაფილოს, ლობიოს და სხვა კულტურას აგროვებდნენ.

jasque

სწორედ ამიტომ, ჩვენება დაიწყო ბავშვით, რომელიც შოუს ხსნის - ის პატარა საიმონს პორტ ჟაკმუსია, რომელიც ამ სამყაროში ფეხს ადგამს.

პოდიუმზე წარმოდგენილი კაბები დამზადებულია ძველი ზეწრების მსგავსი მაქმანებითა და ჰაეროვანი ბამბის ქსოვილებით. ყველაფერი ბალანსზეა დაფუძნებული - მარტივ და მაღალი მოდის მასშტაბებზე.

jasque

Jacquemus-ის ამ კოლექციამ მოდის სამყაროს დაანახა, რომ სილამაზე მხოლოდ შოუს ეფექტებში არ იმალება. ის შეიძლება დაიბადოს მოგონებაში, ნოსტალგიაში, დედის სითბოსა და მიწის სურნელში.

jasque

„Le Paysan“ არ იყო უბრალოდ სამოსის ჩვენება - ეს იყო მოგონებები, ადგილი, სადაც დიზაინერმა თავისი ბავშვობა გადააქცია კულტურულ ჩვენებად.

Jacquemus-ის გადაწყვეტილება - წარადგინოს სოფლის ცხოვრების თემატიკაზე აგებული კოლექცია ვერსალში - არის მესიჯი: "ჩვეულებრივ მიწაზე დაბადებულს შეუძლია შევიდეს ისტორიის დიდ დარბაზებში არა ფუფუნებით, არამედ გულწრფელობით." ამ ჩვენებამ დაამტკიცა, რომ პირადულობა და შინაარსი ის ძალაა, რაც მოდაა სინამდვილეში. ეს იყო კოლექცია, რომელიც დარჩება, როგორც მნიშვნელოვანი ქარტეხილი მოდის ისტორიაში - იქ, სადაც ფესვებმა დაიკავეს ადგილი მეფის სასახლეში.

jasque

მოდის კრიტიკოსების შეფასება

Vogue-ის კრიტიკოსმა სარა მაუერმა კოლექცია შეაფასა, როგორც „Jacquemus-ის ყველაზე ემოციური და მომწიფებული კოლექცია“.

jasque

TheFashionSpot-ის მომხმარებელთა შეფასებით, კოლექცია იყო დისციპლინირებული, კაშკაშა და სტილისტურად ფოკუსირებული — თუმცა, მცირე სტრუქტურული გაუმჯობესება ზოგი ლუქისთვის საჭირო იყო.

  • დიდი ეპოქის დასასრული: ანა ვინტურის მოგზაურობა VOGUE-ში და ამბები ყველაზე იდუმალი ქალის შესახებ 

Vogue Business-მა აღნიშნა, რომ ეს ჩვენება გახდა „მოდური პოეზიის“ მაგალითი, რომელმაც შარმით მიგვიყვანა პარიზის მაღალი მოდის კვირეულის პიკამდე.