"ამერიკის პრინცესა" - ასე მოიხსენიებენ ივანკა ტრამპს, გოგონას საუცხოო გარეგნობით, წარმატებული კარიერითა და ბედნიერი ოჯახით. მისი გვარი, ალბათ, უკვე ბევრს ამბობს, თუმცა არანაკლებს საინტერესოა ამბავი, რომელიც ჟურნალის ბრჭყვიალა გარეკანებისა და სოციალური მედიის მიღმა იმალება.
ივანკა ტრამპი, დონალდ ტრამპისა და მისი პირველი ცოლის, ივანა ტრამპის ქალიშვილი, დაიბადა 1981 წლის 30 ოქტომბერს ნიუ-იორკში. ტრამპი, 15 წლამდე სწავლობდა „ჩაპინის სკოლაში“, მანჰეტენზე, ხოლო შემდეგ, სასწავლებლად გადავიდა Choate Rosemary Hall-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვალინგფორდში. Choate დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ვარტუნის ბიზნესის სკოლაში, რომელიც მან 2004 წელს, ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.
ივანკა ბავშვობიდანვე იყო მედიის ყურადღების ცენტრში. იყო მოდელი, გამოჩნდა ჟურნალის ყდაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში.
ივანკამ ახალგაზრდამ შეაბიჯა ოჯახურ იმპერიაში და გახდა Trump Organization-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. ის ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების პროექტებს. პარალელურად, შექმნა საკუთარი ბრენდი - „Ivanka Trump“, რომელიც აერთიანებდა ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სუნამოებს.
თუმცა, 2018 წელს ბრენდი დახურა და თქვა, რომ სურდა მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის და საზოგადოებრივი საქმეებისთვის..
2017 წელს, მამამისის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ივანკა ტრამპი გახდა თეთრი სახლის მრჩეველი. მუშაობდა საკითხებზე, როგორიცაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, ოჯახური პოლიტიკის განვითარება.
ივანკა ხელმძღვანელობდა „Women’s Global Development and Prosperity Initiative“-ს — პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს მასშტაბით ქალების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, ამავე დროს მუშაობდა თეთრ სახლში.
ივანკა დაქორწინებულია ჯარედ კუშნერზე. წყვილს ჰყავს სამი შვილი: არაბელა, ჯოზეფი და თეოდორი. წყვილი, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, საცხოვრებლად გადავიდა მაიამიში.
2021 წლიდან ივანკა ტრამპმა საჯარო პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ცხოვრების ეს ეტაპი სრულად უნდა დაეთმო ოჯახის, პირადი სიმშვიდისა და ბავშვების აღზრდისთვის.
ივანკამ ასევე უარი თქვა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ახლა მისი პრიორიტეტი პირადი სივრცის დაცვაა.
ივანკა ცდილობს შვილები მედიისგან მოშორებით ჰყავდეს. იშვიათად აქვეყნებს მათ შესახებ. ივანკა ხშირად დადის შვილებთან სკოლაში, ესწრება სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს.
ივანკა ყოველდღიურად ვარჯიშობს. მოსწონს იოგა, პილატესი და ჯიუ-ჯიცუ. ბოლო პერიოდში დაინტერესებულია მედიტაციით. ივანკას თქმით, ეს პერიოდი მას დაეხმარა საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენაში. ამასთან, ივანკა სოციალურ მედიაში ძალიან იშვიათად აზიარებს პირად ფოტოებს ან განცხადებებს. ადრე თუ ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი იყო, დღეს ეს ასე არაა. ის არ მონაწილეობს ტრამპის პოლიტიკურ კამპანიაში და საჯაროდაც არ საუბრობს ამ საკითხზე.
ივანკა ტრამპი კამერებს მიღმა ცდილობს შექმნას ცხოვრება, სადაც პრიორიტეტია პირადი სიმშვიდე და ოჯახური ერთიანობა, ცდილობს არ იყოს მხოლოდ „ტრამპის ქალიშვილი“, არამედ საკუთარი თავის დამოუკიდებელი ვერსია. დასავლურ მედიაში ხშირად ამბობენ, რომ ივანკა მომავლისთვის არ გამორიცხავს დაბრუნებას ბიზნესში ან საზოგადოებრივ პროექტებში, მაგრამ არა პოლიტიკის ხაზით.
მანამ, სანამ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდებოდა, ივანკა ტრამპი აქტიურად მონაწილეობდა რამდენიმე პროექტში, რომელთა უმრავლესობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი შედარებით უცნობი და საკამათო ეპიზოდი უკავშირდება Trump Ocean Resort Baja Mexico-ს, ფეშენებელურ საკურორტო პროექტს ტიხუანის მახლობლად, რომელიც 2000-იანი წლებში დაანონსდა.
ივანკა, თავის ძმებთან, დონალდ უმცროსთან და ერიკთან ერთად ჩნდებოდა სარეკლამო ვიდეოებში, სადაც ხალხს მოუწოდებდა ინვესტიციისკენ, ამ პროექტს კი "მსოფლიო დონის მნიშვნელობის ადგილად" მოიხსენიებდა. ბევრმა ადამიანმა ასობით ათასი დოლარი ჩადო, რადგან სჯეროდათ, რომ თავად ტრამპების ოჯახი აშენებდა კურორტს.
თუმცა, რაც ნაკლებად არის ცნობილი, არის ის, რომ ტრამპები უბრალოდ ბრენდს აძლევდნენ ლიცენზიას და არ იყვნენ ფინანსურად პასუხისმგებელნი. პროექტი საბოლოოდ ჩავარდა 2009 წელს, ინვესტორებმა კი მილიონები დაკარგეს. ამას მოჰყვა სასამართლო პროცესები, რის შემდეგაც ტრამპების ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ სახელის ლიცენზიას ფლობდნენ.
ივანკა ტრამპი იყო ამ პროექტის ერთ-ერთი საჯარო სახე, და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს სერიოზულად არ შეულახავს მისი კარიერა, ეს წარმოადგენს მის ბიზნეს წარსულის ნაკლებად ცნობილ და ჩრდილოვან ნაწილს, რაზეც იშვიათად საუბრობდნენ თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდში.
მანამ, სანამ ბიზნესსა და პოლიტიკაში გამოვიდოდა, ივანკა ტრამპს ჰქონდა მოკლევადიანი სამოდელო კარიერა. როცა სწავლობდა Choate Rosemary Hall-ში — ელიტურ კერძო სკოლაში კონექტიკუტში — მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Elite Model Management-თან, იგივე სააგენტოსთან, რომელმაც აღმოაჩინა სუპერმოდელები - სინდი კროუფორდი და ნაომი ქემბელი.
რაც ნაკლებად არის ცნობილი, არის ის, რომ 1997 წელს, როცა ივანკა 15 წლის იყო, მან Versace-ს პოდიუმზე გაიარა და გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გვერდებზე, როგორებიცაა Seventeen და Elle.
ცნობილია, რომ ივანკა ტრამპი იუდაიზმზე გადავიდა 2009 წელს, სანამ ჯარედ კუშნერს გაჰყვებოდა ცოლად, რომელიც ორთოდოქსი ებრაელია. მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ ივანკა ადრე კათოლიციზმითაც ინტერესდებოდა და სერიოზულად განიხილავდა ამ მიმდინარეობაზე გადასვლას.
იგი სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (სანამ გადაინაცვლებდა უორტონში), და იმ პერიოდში გადიოდა ფილოსოფიისა და რელიგიის კურსებს. მისი თანაკურსელები იხსენებენ, რომ ის ზოგჯერ კათოლიკურ მსახურებებზეც დადიოდა უბრალოდ სულიერი ინტერესის გამო. ეს ივანკას ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილი ეტაპია, რომელიც მის სულიერ ძიებასა და ღია გონებაზე მეტყველებს — იმაზე უფრო მეტად, ვიდრე საზოგადოება ამას ხშირად აღიქვამს.