მხოლოდ 1 კვირით შეიძინეთ „დიდი გეტსბის“ ორენოვანი გამოცემა ფასდაკლებით 18 ლარად - Marao

მხოლოდ 1 კვირით შეიძინეთ „დიდი გეტსბის“ ორენოვანი გამოცემა ფასდაკლებით 18 ლარად

2025-06-30 16:35:58+04:00

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის უკვდავი რომანის „დიდი გეტსბის“ გამოჩენიდან 100 წლის იუბილეს „პალიტრა L-ი“ სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს: 30 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში რომანის სასაჩუქრე გამოცემის ფასი 18 ლარი იქნება. 

ამ გამოცემის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, ერთდროულად გაეცნოს ნაწარმოების როგორც ინგლისურ, ორიგინალ ვერსიას, ისე - ქართულენოვან თარგმანს.

„დიდი გეტსბი" არის კლასიკური რომანი, რომელიც ასახავს 1920-იანი წლების ამერიკას, ბრწყინვალე და რთულ ეპოქას, ფიცჯერალდის შეფასებით, ჰედონიზმის ხანას, ე.წ. Jazz Age-ს. 

ნაწარმოები მოგვითხრობს შთამბეჭდავ ისტორიას ღარიბი ოჯახიდან წამოსული კაცის, ჯეი გეტსბის შესახებ, რომლის უზარმაზარი მამული და ყოველკვირეული დიდებული წვეულებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - მიიპყროს დეიზი ბიუქენენის ყურადღება. რომანი გვთავაზობს ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს სიყვარულის, ამბიციის, კლასობრივი განსხვავებებისა და ადამიანური სურვილების შესახებ. ასევე, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ამერიკული ოცნება ტრაგიკულ ილუზიად, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულიად მოკლებულია რეალობის განცდას. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები არის არა მხოლოდ ეპოქის ამსახველი რომანი, არამედ უნიკალური მხატვრული ნაწარმოები, რომელიც უნივერსალური თემების განხილვით დროით კატეგორიას სცილდება. 

წიგნი ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. 

R