მოდელი და ტელეწამყვანი ლიკუნა ქორქია გამომწერებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს. ლიკუნამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "ჯერ არ მეტყობა, მაგრამ უკვე ვბრწყინავ", რითაც ირკვევა, რომ ის შვილის მოლოდინშია.


ლიკუნა ქორქიას ცხოვრება
ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება.
ლიკუნას და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.
ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.
რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა.
"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ, არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“, - აღნიშნავდა მაშინ ლიკუნა ქორქია.
მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მოდელი არ სტუმრობს პოპულარულ სატელევიზიო შოუებს, მას სოციალურ ქსელში 60 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და საკუთარ ყოველდღიურობას მათ აქტიურად უზიარებს. ლიკუნას გვერდზე ხშირად ნახავთ სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან, სახის კანისა თუ თმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, სწორი კვებისა და წონის კონტროლის შესახებაც.
ლიკუნა პერიოდულად რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებასაც აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.