ყველა დროის 50 შედევრი, „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ - განსაკუთრებული პირობებით - Marao

ყველა დროის 50 შედევრი, „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ - განსაკუთრებული პირობებით

2025-06-30 10:22:08+04:00

ალბათ ძნელი წარმოსადგენია სახლი ბიბლიოთეკის გარეშე.  თუ თქვენც იმ ადამიანების ნაწილს ეკუთვნით, ვისთვისაც წიგნი ნივთზე მეტია, მაშინ ეს უპრეცედენტო შესაძლებლობა გამომცემლობა „პალიტრა L”-ისგან ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.

„პალიტრა L“-ის პოპულარული სერია: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ 2012 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ბევრი მკითხველის საყვარელ კოლექციად იქცა. ამ სერიაზე მოთხოვნა დღემდე არ იკლებს. 

გთავაზობთ უნიკალურ შანსს: სრული კოლექცია ერთ სეტად, ლიტერატურული მარგალიტების თქვენი სახლის ბიბლიოთეკაში მოთავსება განსაკუთრებულ ფასად — 1000 ლარის ნაცვლად მხოლოდ 600 ლარადაა შესაძლებელი.

იხილეთ შეთავაზება: https://palitral.ge/complects

რატომ „50 წიგნი...“?

ეს არ არის უბრალოდ წიგნების ნაკრები. ეს არის მოგზაურობა საუკუნეებში, გმირებთან, ავტორებთან და ისტორიულ ეპოქებთან ერთად. თითოეული ტომი ლიტერატურული მონაპოვარია, რომელიც უნდა იცოდეთ, იგრძნოთ და განიცადოთ.

სერიაში შეხვდებით:

ბალზაკის „შაგრენის ტყავს“, ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენს“, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, დოსტოევსკის, რემარკის, ჰიუგოს, ჰემინგუეის და მრავალი სხვა ლეგენდის ნაწარმოებებს.

ქართული კლასიკის გამორჩეულ ავტორებს: ილია ჭავჭავაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ვაჟა-ფშაველა...

სრული სია მოიცავს 50 ტომს, მათ შორის ისეთებს, როგორებიცაა:

  • „დორიან გრეის პორტრეტი“ – ოსკარ უაილდი
  • „ოსტატი და მარგარიტა“ – მიხეილ ბულგაკოვი
  • „ფორსაიტების საგა“ – ჯონ გოლზუორთი
  • „მარტოობის ასი წელიწადი“ – გაბრიელ გარსია მარკესი
  • „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ – ართურ კონან დოილი და სხვ.

სერია აერთიანებს:        

  • ფსიქოლოგიურ დრამას;
  • სოციალური რეალიზმის მარგალიტებს;
  • ფანტასტიკასა და კლასიკურ დეტექტივებს;
  • ქართველ და უცხოელ ავტორთა შედევრებს;
  • პროზას, პოეზიას, ფილოსოფიას და ბიოგრაფიასაც კი.

ეს სერია ქმნის ორგანიზებულ, ვიზუალურად ლამაზ და ინტელექტუალური მნიშვნელობით დატვირთულ სივრცეს თქვენს სახლში.

როგორ შეიძინოთ?

ეწვიეთ ბმულს: https://palitral.ge/complects

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 47 00 45

R