დევა კასელი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი აქტუალური სახეა. ახალგაზრდა მოდელმა სულ ახლახან საკუთარ გამომწერებს გაუზიარა ახალი ფოტოები, სადაც ის მონაწილეობს დიზაინერ საიმონ პორტ ჟაკმუსის ახალი კოლექციის „Le Paysan“ ჩვენებაში.


ფოტოებში დევა განსაკუთრებული ელეგანტურობითა და ბუნებრიობით გამოირჩევა. კოლექცია „Le Paysan“, რომელიც ფრანგულად „გლეხს“ ნიშნავს, შთაგონებულია სოფლის ცხოვრებით, სიმარტივითა და ბუნებასთან სიახლოვით. დევას ესთეტიკა იდეალურად ერწყმის ამ კონცეფციას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის იდენტობას.



დევა კასელის ბიოგრაფია
დევა კასელი დაიბადა 2004 წლის 12 სექტემბერს რომში. მისი მშობლები იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ვინსენტ კასელი არიან.დევას ბავშვობამ მრავალკულტურულ გარემოში გაიარა: იზრდებოდა პარიზში, რომსა და რიო-დე-ჟანეიროში. ეს შესაძლებლობა მისთვის მრავალენოვანი უნარების განვითარების წინაპირობა გახდა - იგი თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურსა და პორტუგალიურს.
დევას ჰყავს ერთი უმცროსი და, ლეონი, და ორი ნახევარდა-ძმა მამის სხვა ქორწინებებიდან.
დევამ მოდის სამყაროში პირველად 14 წლის ასაკში შეაბიჯა, როცა გახდა Dolce & Gabbana-ს სუნამოს კამპანიის სახე. მისი ბუნებრივი სილამაზე, თავდაჯერებული დგომა კამერის წინ და იტალიური ელეგანტურობა მაშინვე შეინიშნა მოდის კრიტიკოსთა მხრიდან. მას შემდეგ კასელი გამოდის ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Jacquemus, Coperni, Alberta Ferretti და ისევ და ისევ Dolce & Gabbana.
დღესდღეობით ის არის Dior-ის და Cartier-ის ბრენდ-ამბასადორი, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული მოდელები იკავებენ.
დევას დებიუტი კინოში 2023 წელს, იტალიურ ფილმში La Bella Estate („ლამაზი ზაფხული“) შედგა, სადაც განასახიერა ახალგაზრდა გმირი ამელია. კინოკრიტიკოსების თვალს არ გამოპარვია მისი ბუნებრივი თამაშის მანერა და ეკრანული მომხიბვლელობა.
2025 წელს კი ის ერთ-ერთ მთავარ როლში Netflix-ის სერიალში „ლეოპარდი“ გამოჩნდა, სადაც ანჯელიკა სედარას როლს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ სერიალში დევას პარტნიორობას თავისი შეყვარებული, სოლ ნანნი უწევს.
”წიგნის ნახევარი დიდი ხნის წინ მქონდა წაკითხული, ფილმის ნაწილები მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იცით, ამ ასაკში ძნელია ყველა ქვეტონის, ცნების გაგება. ასე რომ, როცა ანჟელიკას როლი შემომთავაზეს, ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. გადაღებები 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, რამდენიმე კვრის შემდეგ პერსონაჟის აზრებისა და მოქმედების გაანალიზება დავიწყე...ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო საშუალება, მეჩვენებინა ყველა განსხვავებული ემოცია და მდგომარეობა" - განაცხადა დევამ ინტერვიუში საუბრისას.