"ამ ვიდეოთი ვამხელ ამბებს რასაც ბოლო წელიწადნახევარია ვამზადებთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია - Marao

"ამ ვიდეოთი ვამხელ ამბებს, რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია ვამზადებთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

2025-07-01 13:03:43+04:00

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს წარწერით:

"ამ ვიდეოთი ვამხელ ამბებს, რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია ვამზადებთ. ყოველ დღე ნელ-ნელა შეგიყვანთ იმ სამყაროში, რაშიც ჩვენ ვიტრიალეთ და სადაც მოვედით. უნიჭიერესი ხალხის გარემოცვაში ვიყავი სულ და კარგი შედეგიც მალე, ზუსტად ერთ კვირაში იქნება. მანამდე დაელოდეთ ყოველდღე პატარ-პატარა ნიუსებს დიდ ამბამდე. ვარ მადლობელი და ვარ ბედნიერი. ხვალ დავიწყებ სულ თავიდან ამბის მოყოლას."

  • "ყოველთვის საუკეთესო" - თიკა ფაცაცია საოცარ ფორმაშია 

თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია 1981 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა. 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.

  • თიკა ფაცაცია მეუღლესა და შვილებთან ერთად: რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი 

2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.

თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული. 

  • "ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა" - რას იხსენებს თიკა ფაცაციას დედა 

რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.