მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. საზოგადოებაში დღემდე დებატების საგანია. მისმა პოლიტიკურმა ხასიათმა, რეფორმებმა და ლიდერობამ მას მეტსახელად „რკინის ლედი“ შეარქვეს.
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი დაიბადა 1925 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ გრანტემში, ინგლისში. მამა, ალფრედ რობერთსი, დედა ბეატრის სტეფენსონი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გრენტჰემში ორსართულიანი სახლი ჰქონდათ, რომლის პირველი სართული სურსათ-სანოვაგის სათავსოდ გამოიყენებოდა, მეორე სართულზე კი ოჯახი ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე ისწავლა მარგარეტმა შრომის და დისციპლინის ფასი.
1951 წელს მარგარეტი დაქორწინდა დენის ტეტჩერზე - წარმატებულ ბიზნესმენზე. 1953 წელს წყვილს ტყუპები, მარკი და ქაროლი შეეძინათ.
სკოლის დამთავრების შემდეგ მარგარეტმა ოქსფორდში ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობდა ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობდა ნაყინის ფორმულის დახვეწაში. მოგვიანებით მას ხშირად ხუმრობით უწოდებდნენ – „ქალი, რომელმაც ბავშვებს ნაყინი მოჰპარა და რძე წაართვა“.
პოლიტიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. 1959 წელს ტეტჩერი აირჩიეს პარლამენტის წევრად ფინჩლის საარჩევნო ოლქიდან კონსერვატიული პარტიის წარდგინებით. 1961-1964 წლებში ეკავა პენსიების და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის პოსტი. 1970-1974 წლებში იყო განათლების მინისტრი ედუარდ ჰიტის მთავრობაში, სადაც მან პოპულარობა მოიპოვა შემდეგი გადაწყვეტილებით, როგორიცაა სკოლებში უფასო რძის პროგრამის გაუქმება. ამ ქმედებით მას "რძის გამტაცებელი" შეარქვეს.
1975 წელს გახდა კონსერვატიული პარტიის ლიდერი, პირველი ქალი იყო ამ თანამდებობაზე. სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 1979 წელს, მარგარეტ ტეტჩერი ისტორიაში შევიდა, როგორც ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
11-წლიანი მმართველობა ტეტჩერმა დაიწყო ეკონომიკური რეფორმებით, რომლებიც ითვალისწინებდა:
მისი ეკონომიკური ხედვა ე.წ. ტეტჩერიზმი, დაფუძნებული იყო თავისუფალ ბაზარზე, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და მინიმალურ სახელმწიფო ჩარევაზე.
ტეტჩერი მკაცრად იყო პრო-ამერიკული კურსის მხარდამჭერი და მისი მჭიდრო ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან გახდა დასავლური ალიანსის სიმბოლო ცივი ომის ბოლო წლებში.
თუმცა, ევროპასთან ურთიერთობაში ხშირად გამოხატავდა სკეპტიციზმს. 1988 წლის ბრიუგესის სიტყვაში მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ უნდა გადაქცეულიყო "გაერთიანებულ ევროპულ სახელმწიფოებად".
1990 წელს, პარტიის შიდა წნეხისა და მხარდაჭერის შემცირების ფონზე, ტეტჩერი გადადგა პრემიერის პოსტიდან. თუმცა ტეტჩერიზმი დღემდე მოქმედებს ბრიტანულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
ერთი მხარისთვის ტეტჩერი ძლიერი ლიდერია, რომელმაც გადამწყვეტი ცვლილებები შეიტანა; მეორე ნაწილისთვის კი, სოციალური უთანასწორობის გამღრმავებელი პოლიტიკოსია.
მარგარეტ ტეტჩერი არ ყოფილა მხოლოდ პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. ის გახდა პოლიტიკური ეპოქის სიმბოლო. ლიდერი, რომელმაც იშვიათი გამბედაობითა და გამორჩეული პოლიტიკური ნიჭით მოახერხა ქვეყნის გარდაქმნა.