ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება - Marao

ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - 10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელიც 2025 წელს დედა გახდა ან გახდება

2025-07-07 15:35:54+04:00

2025 წელი ბევრი ქალისთვის წარმატებული წელი აღმოჩნდა როგორც კარიერაში, ასევე პირად ურთიერთობებში. წელს ბევრი ქართველი ქალი გახდა დედა და ბევრი კი - მალე გახდება. მათ შორის არიან:  ქეთი ხატიაშვილი, მარიამ როინიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, ნანუკა გულუა და სხვ.

  • "როდესაც ტყუპებზე ორსულობა გავიგე თავიდანვე შიში მქონდა" - რას წერს მოდელი ნია წივწივაძე 

ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ ცნობილ ქართველ ქალებს, რომლებსაც წელს დედობის ბედნიერება უკვე ეწვიათ, ან მალე გახდებიან დედები. 

ნუკი კოშკელიშვილი

ცოტა ხნის წინ ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და თქვა, რომ მეორე შვილს ელოდება.

„ნუკი, რატომ აღარ დებ ლუქების ვიდეოს? ნუკი, ცოტა მომატებული მეჩვენები… რაღაც იმდენ სთორის აღარ დებ… ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა”, - ამ წარწერით ამცნო საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია.

ნუკიმ რჩეულზე, ბენ ჰაიმზე 2015 წელს იქორწინა, მათ პირველი შვილი, ოლივერი 2018 წელს შეეძინათ. ახლა კი ნუკი განმარტავს, რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ: 

"ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვეღარ გიზიარებდით. პირველი სამი თვის მანძილზე ძლიერი ტოქსიკოზი მქონდა, ამასთან, როგორც იცით, წინა ორსულობის დროს მუცელი მომეშალა და ახლა ვფრთხილობდი, რომ წინასწარ არ გამეხარებინეთ. ახლა, მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ. სქესის გაგების ცერემონია ბუნებაში იქნება", - ამბობს ნუკი. 

nuki_koshkelishvili

მარიამ როინიშვილი

წელს მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ელენეს შემდეგ მას მეორე გოგონა, კირა შეეძინა. კირა მარიამის და ვახო კანდელაკის პირველი საერთო შვილია. 

მარიამი ახალშობილის სახის გამოჩენას სოციალურ ქსელში ერიდებოდა, თუმცა ნათლობის შემდეგ კირას ფოტოებსა და ვიდეოებს მშობლები აქტიურად აქვეყნებენ. აღნიშნავენ, რომ კირა ძალიან ჰგავს მამას.

mariam_roinishvili

ლიკუნა ქორქია

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკუნა ქორქიამ გამომწერებს სასიხარულო სიახლეს გაუზიარა. ლიკუნამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "ჯერ არ მეტყობა, მაგრამ უკვე ვბრწყინავ", რითაც ირკვევა, რომ ის შვილის მოლოდინშია.

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.

რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა.

likuna_korkia

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება. 

წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებასა და გაოფიციალურებას დიდხანს ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ. 

keti_khatiashvili

  • 3 მთავარი რჩევა ქალებს: ქეთი ხატიაშვილი საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს 

ქეთი წიქვაძე

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე მალე მეორე შვილიშვილის ბებია-ბაბუა გახდებიან: მათი უფროსი ვაჟი, ნიკა არველაძე და მისი მეუღლე, ქეთი წიქვაძე ბიჭს ელოდებიან.

მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.

keti_tsikvadze

თათა ვასაძე

ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის, ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ წყვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. თათა პატარა ნინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.

tata_vasadze

  • ლევან ვასაძის შვილისშვილი - თათა ვასაძე შვილის ფოტოებს აზიარებს 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ნინასა და ირაკლის შემდეგ, წყვილს გოგონა, სახელად კირა შეეძინა.

"41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო.  მე გავლილი მაქვს ის გზა, როგორ მივიდე ჩემთვის სასურველ სილუეტამდე. არავის სიტყვა ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლა ვინც თინეიჯერობის ასაკშია და ჭარბწონიანია, მათ მინდა ვუთხრა, იპოვონ ძალა და ამ ადამიანების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ", - ამბობდა ცოტა ხნის წინ ნანუკა გულუა. 

nanuka_gulua

მარიამ მათიაშვილი

"სუხიშვილების" სოლისტი, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე, დავით თოფურია ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლეა დაარქვეს. ნათლობის შემდეგ მშობლები აქტიურად აქვეყნებენ ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს.

mariam_matiashvili

ლიზა ჩიჩუა

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ, მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. "ნინა მაქაცარია, კეთილი იყოს შენი მობრძანება! განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით გაგუას და პროფესიონალთა გუნდს!" - წერდა ირაკლი მაქაცარია. 

ლიზას და ირაკლის ორი შვილი გიორგი და ნინა ჰყავთ. ლიზა ხშირად აქვეყნებს პატარა გიორგის ფოტოებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ქალიშვილის ფოტოები.

liza_chichua

თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“ მესამე შვილს ელოდება. მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანია. თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილს ელოდება.

tamta_shedania