"მწვერვალებს იპყრობს" - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი გამოსვლა JACQUEMUS-ის ჩვენებაზე - Marao

"მწვერვალებს იპყრობს" - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი გამოსვლა JACQUEMUS-ის ჩვენებაზე

2025-07-02 10:09:28+04:00

29 ივნისს ვერსალის სასახლეში შთამბეჭდავი საღამო მოეწყო - ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა ახალი კოლექცია „Le Paysan“ წარადგინა. ჩვენება განსაკუთრებულ დატვირთავს ატარებდა - ყველა გამოყენებული დეტალი დიზაინერის განვლილი ცხოვრების ანარეკლი იყო. უჩვეულო იყო ისიც, რომ ჩვენება პატარა ბიჭუნამ გახსნა, რომელმაც, სიმბოლურად, სასახლის დიდი კარი გააღო. ეს ბავშვი საიმონ პორტ ჟაკმუსს განასახიერებდა, გაღებული კარი კი -  მის ახდენილ ოცნებებს. 

  • რა მოხდა ვერსალში? Jacquemus SS26 უნიკალური ჩვენება, ატირებული ვარსკვლავები და დაუვიწყარი შოუ

ეს ჩვენება ქართველებისთვისაც ემოციური და განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან პოდიუმზე ქართველი ჟურნალისტის ოლგა ბაბლუანის ქალიშვილი, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანიც გამოჩნდა. "მწვერვალებს იპყრობს", "ქართული სილამაზე მსოფლიო სცენაზე", "რა საამაყო ფაქტია", - წერენ ნასტასიას ფოტოს ქვეშ. 

nastasia_legrani

ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის წარმატების გზა

ნასტასია ლეგრანი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანისა და ასევე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ასევე საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანია. ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

  • თემურ ბაბლუანის შვილიშვილის გასაოცარი წარმატებები: ვინ არის 20 წლის მოდელი, ნასტასია ლეგრანი

Models.com-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოდელი, ნასტასია ლეგრანმა კარიერა პარიზში,  Women Management Paris-დან დაიწყო. თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიცაა Women Management Milan. ნასტასია ლეგრანი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა, Alaïa (S/F2025 Show), Courreges (F/W 25 Show), Dries Van Noten (F/W 25 Show), Chloe (F/W 25 Show), Schiaparelli (F/W 25 Show), Louis Vuitton (F/W 25 Show), Chanel (F/W 25 Show) და სხვ.

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

  • კიდევ ერთი ქართველი Harper's BAZAAR -ის გარეკანზე: თემურ ბაბლუანის შვილიშვილის, ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის შთამბეჭდავი კარიერა და ცხოვრება

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

ნასტასია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერულად სულ უფრო ვითარდება, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და საკუთარ ფოტოებს იშვიათად აზიარებს. ინსტაგრამზე მხოლოდ სამიათასამდე გამომწერი ჰყავს და ცხოვრების მშვიდ სტილს ირჩევს.