საყვარელი და-ძმა - მსახიობი ნატა ბერიჟიანი შვილების ფოტოს აქვეყნებს - Marao

საყვარელი და-ძმა - მსახიობი ნატა ბერიჟიანი შვილების ფოტოს აქვეყნებს

2025-07-02 10:19:52+04:00

მსახიობ ნატა ბერეჟიანის Instagram-ზე ხშირად შეხვდებით მისი ქალიშვილის, თინას უსაყვარლეს ფოტოებს და ვიდეოებს. ამჯერად მსახიობი თინას და დათუნას ფოტოებს აქვეყნებს.

berezhiani_nata

  • "უსაყვარლესი" - ნატა ბერეჟიანი პატარა თინას ფოტოს აქვეყნებს 

ნატა ბერეჟიანი

ნატა ბერეჟიანი ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობია. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2006 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 2012 წლიდან მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

"ძალიან ცელქი და უთავმოყვარეო ბავშვი ვიყავი. დედაჩემისგან ვიცი, რომ ყველას “ვეტენებოდი”. ერთი მეზობელი მყავდა - თამუნა, რომელიც არ მეთამაშებოდა და საათობით ვიდექი ხოლმე მის ღობესთან და ვტიროდი, რომ გამთამაშებოდა. სამწუხაროდ, ცოტა მოგონება მაქვს ოზურგეთთან დაკავშირებული. სხვათა შორის, ოზურგეთელი მეგობარი და კურსელი მყავს და ინსტიტუტის პერიოდში მასთან ვიყავი ჩასული. სწორედ მაშინ ვნახე ჩემი სახლი ბავშვობის შემდეგ და ძალიან განვიცადე, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თითქმის დანგრეული დამხვდა."

  • ტოპ-10 ყველაზე პოპულარული დედა-შვილი საქართველოში 

მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ნა­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ახლა კი გეგ­მავს, რომ გო­გო­ნა თა­ვად გა­ზარ­დოს და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან თან ატა­როს, უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო და­უთ­მოს შვილს, ისე, რომ სა­კუ­თარ საქ­მე­საც არ მო­წყდეს. "ბევ­რი მო­ვი­მა­ტე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, 100 კილო ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ხე­დე­ბო­დი, სულ მე­ტი­რე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვი­ლი­ან დე­დებს შე­დე­დე­ბულ რძეს და ორ­ცხო­ბი­ლებს ურ­ჩე­ვენ, თით­ქოს რძეს უმა­ტებს მკერ­დში. სი­სუ­ლე­ლეა! თუ რძე აქვს დე­დას, აქვს, თუ არა­და - არა! მე­ნი­უ­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი ამო­ვი­ღე. და­თუ­ნა 3 თვი­საც არ იყო, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რა წო­ნი­საც ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლებს რომ ვი­წო­ნი­დი" - ამბობდა ნატა.

"ბედნიერება" - ნატა ბერეჟიანი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა.